31 წლის შონ უაიტი ოლიმპიური ჩემპიონი მესამედ გახდა.

ამერიკელმა  სპორტსმენმა ოლიმპიური ოქროს მედლები 2006 წელს ტურინში და 2010 წელს ვანკუვერშიც დაისაკუთრა.

უაიტის წარმატების შემდეგ პიონჩანგის ოლიმპიადაზე აშშ-ს ოთხი ოქროს მედალი დაუგროვდა და საერთო გუნდურ ჩათვლაში  მესამე ადგილზე გადაინაცვლა.