როგორც რამდენიმე გავლენიანი გამოცემა იტყობინება, მადრიდის ,,რეალი” გარეთ ბეილის გაყიდვას აპირებს.
ამის ყველაფრის მიზეზი კი უელსელი ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობა გახლავთ, ბეილმა სულ ცოტა ხნის წინ კვლავ დაზიანება მიიღო.
,,სამეფო კლუბის” ყველაზე ძვირადღირებული შენაძენის გადაბირება ,,მანჩესტერ იუნაიტედსა” და ,,ჩელსის” სურს, თუმცა ,,წითელი ეშმაკების” შანსები უფრო რეალურია.
სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 80-90 მილიონი იქნება.