რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 26 მარტს სტარტს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი აიღებს.
ევროპირველობაზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ძლიერი შემადგენლობით გამოვა.
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონატის მოგებას ზედიზედ მესამედ შეეცდება. ტრავმა მოიშუშა და საქართველოს ნაკრების განაცხადშია ოლიმპიური პრიზიორი მძიმე წონოსანი ირაკლი თურმანიძე.
საქართველოს ვაჟთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით გამოვა:
გოდერძი ბერდელიძე – 56 კგ.
რამინ შამილიშვილი – 62 კგ.
შოთა მიშველიძე – 62 კგ.
გოგა ჩხეიძე – 69 კგ.
რევაზ დავითაძე – 85 კგ.
დავით ხეცურიანი – 105 კგ.
ირაკლი თურმანიძე – + 105 კგ.
ლაშა ტალახაძე – +105 კგ
ევროპულ ფიცარნაგზე საქართველოს სახელით ორი გოგონა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდი (90 კგ) და თათია ლორთქიფანიძე (69 კგ.) გამოვა.
ქართველმა ძალოსნებმა კონტინენტის პირველობისთვის მზადება ბაკურიანსა და დუშეთში გაიარეს. ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის განცხადებით სპორტსმენები კარგ ფორმაში არიან და ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან.
ვიდეო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.