მთავარი მსოფლიოNBA რომელი გუნდი აიყვანს გოგა ბითაძეს NBA-ს დრაფტზე ,,გოლდენ სტეტი”, “ბოსტონ სელტიკსი” თუ “ბრუკლინ ნეთსი”? – ამერიკული პრესა ვერსიებს გვთავაზობს

რომელი გუნდი აიყვანს გოგა ბითაძეს NBA-ს დრაფტზე ,,გოლდენ სტეტი”, “ბოსტონ სელტიკსი” თუ “ბრუკლინ ნეთსი”? – ამერიკული პრესა ვერსიებს გვთავაზობს

ავტორი კახა მიხანაშვილი
93 ნახვა

NBA-ს მოახლოვებული დრაფტის შესახებ ამერიკული პრესის წარმომადგენლები აქტიურად მსჯელობენ და საკუთარ ვერსიებს განიხილავენ.

წლევანდელ დრაფზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი გოგა ბითაძე დადგება. გაგაცნობთ რამდენიმე სააგენტოს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ქართველი ცენტრის მომავალი კლუბის შესახებ.

,,Detroit Free Press”-ის ჟურნალისტების ვერსიით, გოგა ბითაძეს 28-ე ნომრად ზაზა ფაჩულიას ყოფილი კლუბი „გოლდენ სტეიტი“ აირჩევს.

,,NJ.COM”-ის ვებგვერდის ინფორმაციით ქართველი კალათბურთელი კარიერას ბრუკლინ ნეთსში” გააგრძელებს.
აღნიშნული გამოცემა გოგა ბითაძეს მე-17 ნომრად არჩევას უწინასწარმეტყველებს. “ბრუკლინში” 2012 წლის დრაფტის შემდეგ თორნიკე შენგელია თამაშობდა.

,,Sports Illustrated”-ის ჟურნალისტის ჟერემი ვუს აზრით, ქართველი ცენტრს დრაფტზე “ბოსტონ სელტიკსი” აიყვანს. ვუ აცხადებს, რომ “ბოსტონის” ხელმძღვანელები ქართველს მე-14 ნომრად აირჩევენ.

სასიამოვნოა, რომ სამივე გამოცემა გოგა ბითაძის არჩევას პირველივე წრეში ვარაუდობს.
თუ მოვლენები ამ ჟურნალისტების მოსაზრების შესაბამისად განვითარდა, მაშინ გოგა ბითაძეს დიდი ალბათობით, გარანტირებული კონტრაქტი და პირველივე სეზონიდან კარიერის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გაგრძელების შანსი ექნება.

NBA-ს დრაფტი მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი