მთავარი სხვა_კრივი შინ გამარჯვებული გამარჯვებული ქალაქიდან

შინ გამარჯვებული გამარჯვებული ქალაქიდან

302 ნახვა

ჩინებული მოკრივეე რომაა ლაშა გურგულიანი ეს სპორტის ამ სახეობის ქართველ ქომაგებს კარგად მოეხსენებათ. ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ წარმოშობით მესტიელ მებრძოლს არაერთი გამორჩეული ორთაბრძოლა გაუმართავს, თუმცა გუშინ ქაიროში მოპოვებული გამარჯვებით სულ სხვა რანგის სიმაღლეებისკენ მიმავალ გზას დაადგა.

საქმე მსოფლიო კრივის ფედერაციის საჩემპიონი ქამარს ეხება 70 კილოგრამამდე წონაში.

აქამდე ეს ტიტული ვაკანტური გახლდათ და ორგანიზაციის გადაწყვეტილებთ მისი მომავალი პატრონი ლაშა გურგულიანისა და ბერძნული ფესვების მქონე ეგვიპტელის, ვინმე ანდრეას ვალავანისის ჯახში უნდა გამოვლენილიყო.

ქაიროს ოფიციალური სახელი “ალ-ქაჰირია” და ითარგმება როგორ გამარჯვებული. ადგილობრივთა მოლოდინებიც სწორედ ასეთი იყო… გამარჯვების. ანდრეას ვალავანისი მათი რჩეული მებრძოლი გახლავთ, ზურგს 13 მოგება უმაგრებდა 1 მარცხის წილ და ისტორიული შანსი ქონდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაპატრონებოდა.

მაგრამ მოლოდინები მოლოდინებად დარჩა.

ჩვენმა ბიჭმა ნაქები ვალავანისი უმოწყალოდ გაულახა იმ შეკრებილთ. 12 რაუნდის განმავლობაში ექვსჯერ გაგზავნა ნოკდაუნდში და მსაჯთა ერთხმოვანი გადაწყვეტილებით 116-103, 110-107 და 110-109 დაამარცხა.

გამარჯვებულმა და ქამრით დამშვენებულმა დატოვა ლაშა გურგულიანმა გამარჯვებული ქალაქი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი