მთავარი სხვა_ზამთრის სახეობები ფინეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

ფინეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

ავტორი კახა მიხანაშვილი
45 ნახვა

სკოვაკეთში მიმდინარე ყინულის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატი ფინეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.

სკანდინავიელებმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კანადის ეროვნული გუნდი 3-1 დაამარცხეს და ისტორიაში პლანეტის უძლიერესი გუნდის წოდება მესამედ მოიპოვეს.

პირველი პერიოდის დასაწყისში ფინელებმა ანგარიშის გახსნის რეალური შანსი გაუშვეს.  ოლივერ კასკიმ ბულიტი ვერ გამოიყენა.

პერიოდის შუაწელს კანადის ნაკრების დაწინაურდა.   გუნდი წინ ში ტეოდორმა გაიყვანა.

სკანდინავიელებმა წონასწორობა მეორე პერიოდში აღადგინეს.  კანადელების კარში შაიბა 34 წლის ვეტერანმა ჰოკეისტმა მარკო ანტილამ გაიტანა.

დასკვნით პერიოდში კი ფინეთი ნაკრებმა შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქეს კიდევ 2 შაიბა შეუგდო.

მესამე პერიოდის დასაწყისში მარკო ანტილამ დუბლი შეასრულა.   მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი ჰარი პესონენმა  საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.

ფინეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდა.  მათ ბოლო ჩემპიონის ტიტული 2011 წელს წლევანდელის მსგავსად სლოვაკეთში მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი შაიბა კანადელმა მარკ სტოუნმა გაიტანა.  შაიბას პლუს შედეგიანი პასის მიხედვით საუკეთესო ბომბარდირი შვედი ვილიამ ნილანდერი გახდა. ,,ტორონტო მეპლ ლიფსის”  ჰოკეისტმა 5 შაიბა გაიტანა და 13 შედეგიანი პასი გააკეთა.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი