მთავარი მსოფლიოესპანეთი შეთანხმება მიღწეულია – “რეალი” ედენ აზარს უახლოეს დღეებში წარადგენს

შეთანხმება მიღწეულია – “რეალი” ედენ აზარს უახლოეს დღეებში წარადგენს

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

მადრიდში ,,სანტიეგო ბერბაბეუს” სტადიონზე 3 ივნისს “რეალი”  ბელგიელ ფეხბურთელს ედენ აზარს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა ,;As”ავრცელებს.

“სამეფო კლუბი” აზარის სანაცვლოდ ლონდონის “ჩელსის” 130 მილიონ ევროს გადაუხდის.  ბენელუქსელი ფეხბურთელი მადრიდელებთან ხელს 4-წლიან კონტრაქტზე მოაწერს.  შეთანხმების თანახმად აზარი კვირაში ხელფასის სახით 140 000 ევროს მიიღებს.

ედენ აზარი “ჩელსის” ამაღლებულ განწყობაზე ტოვებს. მან ევროპა ლიგის ფინალში ლონდონის “არსენალს” ორი გოლი გაუტანა. “არისტოკრატებმა” კი აღნიშნული ტურნიროსთვის განკუთნილი თასი ისტორიაში მეორედ აღმართეს.

ბელგიელმა ფეხბურთელმა წლევანდელი სეზონი შესანიშბავად ჩაატარა.  აზარმა 52 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი მიითვალა.

ედენ აზარმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა
ფრანგულ “ლილიში” დაიწყო. იგი ამ გუნდში 2007-დან 2012 წლამდე გამოდიოდა. ფრანგული კლუბის მაისურით აზარმა 147 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი  36-ჯერ აიღო.

ბელგიელი 2012 წლიდან დღემდე ლინდონის “ჩელსის” ღირსებას იცავს. “არისტოკრატების” რიგებში გამართულ 246 მატჩში აზარმა 87 გოლი გაიტანა.

კარიერის განმავლობაში ედენ აზარმა 2-ჯერ “ჩელსთან” ერთად ევროპა ლიგა მოიგო. 2-ჯერ ინგლისის ჩემპიონი და
ერთხელ ინგლისის თასის მფლობელი გახდა.
საფრანგეთში ყოფნისას კი თითო-თითოჯერ ამ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული  და თასი დაისაკუთრა.

აზარმა ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე  ბელგიის ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი