მთავარი მთავარი მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოა

მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოა

ავტორი კახა მიხანაშვილი
49 ნახვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. განაჩენი რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ  გამოიტანა.

მოსამართლის განცხადებით, კვირიკაშვილის სახლს ყადაღა მოეხსნება, მას 15 000 ლარიანი გირაოც გაუუქმდება. “მეკოს” „ბე-ემ-ვე“ მარკის ავტომანქანაც დაუბრუნდება, რომელიც  ავარიის შემდეგ ავტოსადგომზე იყო გადაყვანილი.

განაჩენის გამოცხადებისას მერაბ კვირიკაშვილი სასამართლოს დარბაზში იმყოფებოდა.

2016 წლის 21 ივლისს,  ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ოფშკვითში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე გამოძიებამ  კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც  ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   დანაშაული  10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

დაახლოვებით 3 წლის წინ მომხდარ ავტოავარიის  შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.

 

 

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი