მთავარი მთავარი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ,,როლან გაროსის” 1/16 ფინალში გავიდა

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ,,როლან გაროსის” 1/16 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი  ,,დიდი მუზარადის” პრესტიჟულ  საჩოგბურთო ტურნირის ,,როლან გაროსის” 1/16 ფინალში  ითამაშებს.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის კორტებზე ჯოკოვიჩმა 1/32 ფინალურ ეტაპზე შვეიცარელი  ჰენრი ლააკსონენი დაამარცხა.

ბალკანელმა ჩოგბურთელმა ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელს 3-სეტში 6-1, 6-4, 6-3 მოუგო.   ორთაბრძოლა სულ რაღაც 1 საათი და 35 წუთი გაგრძელდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი 1/16 ფინალში ATP-ს  რეიტინგის 147-ე ჩოგან იტალიელ სალვატორე კარუზოს დაუპირისპირდება.

1/16 ფინალში თამაშის უფლება ATP-ს  რეიტინგის მე-3 ჩოგანმა გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმაც მოიპოვა.  ზვერევმა 1/32 ფინალური ბარიერი შვედეთის წარომომადგენელის მიკაელ იმერის 3-სეტში 6-1, 6-4, 7-6 ძლევის შემდეგ გადალახა.

ალექსანდრ ზვერევი 1/8 ფინალში გასასვლელად სერბ დუშან ლაიოვიჩს დაუპირისპირდება.

ლაოვიჩმა 1/16 ფინალში თამაშის უფლება მასპინძელი ელიოტ ბანშეტრთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. ბალკანელმა ჩოგბურთელმა ფრანგი მოწინააღმდეგე 3-სეტში 6-3, 6-3, 6-4 დაამარცხა.

1/16 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) : სალვატორე კარუზო (იტალია)
დუშან ლაიოვიჩი (სერბეთი) : ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)
იან-ლენარდ სტრუფი (გერმანია) : ბორნა ჩორიჩი (ხორვატია)
რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი) : ფაბიო ფონინი (იტალია) / ფედერიკო დელბონისი (არგენტინა)
დომინიკ ტიმი (ავსტრია) : პაბლო კუევასი (ურუგვაი)
ანტუან ჰოანგი (საფრანგეთი) : გაელ მონფილსი (საფრანგეთი)
კარენ ხაჩანოვი (რუსეთი)  : მარტინ კლიჟანი (სლოვაკეთი) / ლუკას პუილე (საფრანგეთი)
ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) : ჯორდან ტომპსონი (ავსტრალია)
ფილიპ კრაინოვიჩი (სერბეთი) : სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)
გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი) : სტანისლავ ვავრინკა (შვეიცარია)
ნიკოლას მაჰუტი (საფრანგეთი) : ლეონარდო მაიერი (არგენტინა)
როჯერ ფედერერი (შვეიცარია) : კასპერ რუუდი (ნორვეგია)
ლასლო დიერე (სერბეთი) : კეი ნიშიკორი (იაპონია)
პაბლო კარენო ბუსტა (ესპანეთი) : ბენუა პერი (საფრანგეთი)
ხუან იგნასიო ლონდერო (არგენტინა) : სორენტინ მუტე (საფრანგეთი)
დავიდ გოფინი (ბელგია) : რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი