მთავარი მთავარი სერენა უილიამსი და სიმონა ჰალეპი ,,როლან გაროსზე” გამოსვლას წარმატებით აგრძელებენ

სერენა უილიამსი და სიმონა ჰალეპი ,,როლან გაროსზე” გამოსვლას წარმატებით აგრძელებენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
60 ნახვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსზე” ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა ამერიკელმა სერენა უილიამსი და მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რუმინელმა სიმონა ჰალეპმა 1/32 ფინალური ბარიერი დასძლიეს და ტურნირის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

37 წლის ვეტერანმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა მოლოდინისამებრ იოლად WTA-ს რეიტინგის  238-ე ჩოგანი იაპონელი კურუმი ნარა დაამარცხა.  ,,შავმა პანტერამ” მეტოქეს 2-სეტში 6-3, 6-2 სძლია.

უილაიმსი 1/16 ფინალში გავიდა. იქ კი მისი მოწინააღმდეგე თანამემამულე სოფია კენინი იქნება.

რუმინელმა სიმონა ჰალეპმა საჩემპიონო გზიდან პოლონელი მაგდა ლინეტე ჩამოიცილა.  ჰალეპმა ლინეტესთან გვარიანი ოფლი დაღვარა, თუმცა საბოლოოდ 3-სეტში 6-4, 5-7, 6-3 გაიმარჯვა.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის მომავალი მეტოქეეების სერბი ალექსანდრა კრუნიჩისა და უკრაინელი ლესია ცურენკოს ორთაბრძოლა მე-3 სეტში მასინ შეწყდა, როდესაც ანგარიში სეტებს შორის 1-1 იყო. მესამე სეტში კი ტაიბრეიკი უნდა დანიშნულიყო.

1/16 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყილდნენ:

ნაომი ოსაკა (იაპონელი) : კატერინა სინიაკოვა (ჩეხეთი)
ანა ბლინკოვა (რუსეთი) : პრისცილა ჰონი (ავსტრალია) /  მედისონ კისი (აშშ)
სოფია კენინი (აშშ) : სერენა უილიამსი (აშშ)
ანდრეა პეტკოვიჩი (გერმანია) : ეშლი ბარტი (ავსტრალია)
სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) :  ალექსანდრა კრუნიჩი / ლესია ცურენკო (უკრაინა)
მონიკა პუიგი (პუერტო რიკო) : იგა სვიატეკი (პოლონეთი)
ამანდა ანისიმოვა (აშშ) : ირინა ბეგუ (რუმინეთი)
ალიონა ბოლსოვა-ზადოინოვა (ესპანეთი): ეკატერინა ალექსანდროვა (რუსეთი)
სლოან სტეფენსი (აშშ) : პოლონა ჰერცოგი (სლოვენია)
გარბინ მუგურისა (ესპანეთი) : ელინა სვიტოლინა (უკრაინა)
ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია) : დონა ვეკიჩი (ხორვატია)
იოანა კონტა (დ. ბრტ.) : ვიკტორია კუზმოვა (სლოვაკეთი)
მარკეტა ვონდროუსოვა (ჩეხეთი) : კარლა სუარეს-ნავარო (ესპანეთი)
ელის მერტენსი (ბელგია) : ანასტასია სევასტოვა (ლატვია)
ვერონიკა კუდერმეტოვა (რუსეთი) : კაია კანეპი (ესტონეთი)
პეტრა მარტიჩი (ხორვატია) : კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი)

1/16 ფინალური ორთაბრძოლები 31 მაისს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი