მთავარი მთავარი თუშიშვილი ტატამს უბრუნდება, ახალგაზრდები ლაიბნიცში გამოიცდებიან

თუშიშვილი ტატამს უბრუნდება, ახალგაზრდები ლაიბნიცში გამოიცდებიან

142 ნახვა

რუმინელ კლუჟში 1-2 ივნისს ევროპის თასი გაიმართება უფროსი ასაკის ძიუდოისტებს შორის და იქ საქართველოს ნაკრები 7 ფალავნით წარსდგება. მონაწილეთა შორისაა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი. ჩვენებური აქამდე 2 თვიანი დისკვალიფიკაციით იყო დასჯილი საერთაშორისო ფედერაციის მიერ ყაზახურ ჭიდაობა კურაშში მონაწილეობისთვის.

თანაც მინსკში გასამართ მეორე ევროპულ თამაშებამდე თვეზე ნაკლებიღაა დარჩენილი და ეს გურამისთვის მშვენიერი შანსია წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ღონისძებას უჭიდავებელი არ შეხვდეს.

ამის პარალელურად ავსტრიულ ლაიბნიცში კიდევ ერთი ევროპის თასი გაიმართება, ოღონდ ახალგაზრდებს შორის. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით იქ ჩვენებიდან 29 ძიუდოისტი გამოიცდება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ამ ტურნირით დაიწყება გუნდის იმ ძირითადი ბირთვის ფორმიება, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას.

სწორედ ამიტომაც შანსი ეძლევა ყველას საკუთარი სიძლიერე ახლა უკვე გარე სარბიელზეც დაამტკიცოს.

 

ჩვენების შემადგენლობა კლუჟის ევროპის თასისთვის:

60 კგ – ავთანდილ კუტალაძე

81 კგ – ვლადიმიერ ახალკაცი

90 კგ – ლაშა ბექაური, იმედა გოგოლაძე

100 კგ – ონისე სანებლიძე

+100 კგ – გურამ თუშიშვილი

52 კგ – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი

 

ჩვენების შემადგენლობა ლაიბნიცის ევროპის თასისთვის:

60 კგ – ამირან დარბაისელი, სანდრო ძამაშვილი, შაქრო შათირიშვილი, თორნიკე მარგველაშვილი, გიორგი ნასყიდაშვილი

66 კგ – ლუკა კაპანაძე, ლაშა ნადირაძე, საბა კაპანაძე, დავით ჩუტკერაშვილი

73 კგ – ალეკო მამიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, თორნიკე გვიჩიანი, ლევან ებელაშვილი

81 კგ – ნიკა ზოიძე, გიორგი შერაზადიშვილი, დიმიტრი გოჩილაძე, ლევან ფსუტური

90 კგ – ილია ბათურიშვილი, მიხეილ ბექაური, ნიკა შერმაზანაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი

100 კგ – ილია სულამანიძე, გიორგი ჩიქოვანი, ჯაბა ქარელიშვილი, გიორგი კარიაული, ომარ საური

+100 კგ – ამირამ წიქორიძე, დავით მატიაშვილი, საბა ინანეიშვილი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი