მთავარი მსოფლიოესპანეთი თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” 1/4 ფინალური სერია წარუმატებლად დაიწყო

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” 1/4 ფინალური სერია წარუმატებლად დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 1/4 ფინალური სერიის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” შინ, “სარაგოსასთან” 81-91 დამარცხდა.

შენგელიამ შეხვედრა ვიტორიული გუნდის სათადარიგო ხუთეულში დაიწყო. მიუხედავად, ამისა ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე ჯამში 29:33 წუთი  გაატარა.

ამ დროის განმავლობაში შენგელიამ 13 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტმა 23 შეადგინა. მის გარდა ასეთი კარგი შედეგი გუნდში მხოლოდ ჯეისონ გრანგერს ჰქონდა.

იტალიელმა კალათბურთელმა ფრანგ ვინსენტ პორიესთან ერთად 21-21 ქულა დააგროვა.

“სარაგოსას” 22 ქულით ნიგერიელმა სტან ოკოიემ ულიდერა.
16 ქულას თავი ლიეტუველმა რენალდას სეიბუტისმა მოუყარა.
11 ქულა კუბელმა ხავიერ ხუსტიზმა მოიპოვა. 10 ქულა კი ფრანჩესკო ვასკესმა მიითვალა.

“ბასკონია” “სარაგოსას” წინააღმდეგ მორიგ მატჩს 2 ივნისს, ჩაატარებს. თორნიკე შენგელიას გუნდი გამარჯვებას და 1/4 ფინალური სერიის გახანრგძლივებას შეეცდება.

დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის ფლეი-ოფში გიორგი შერმადინის “უნიკახა” და  თად მაკფადენის “ხუვენტუდი” ჩაერთვებიან.

“უნიკახა” სტუმრად “ვალესიას” დაუპირისპირდება.

“ხუვენტუდი” კი კატალინიას ესტუმრება და “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშებს.

 

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი