მთავარი მსოფლიოინგლისი ,,როლან გაროსზე” რაფაელ ნადალი წინ მიიწევს – ესპანელი ჩოგბურთელი 1/8 ფინალში გავიდა

,,როლან გაროსზე” რაფაელ ნადალი წინ მიიწევს – ესპანელი ჩოგბურთელი 1/8 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ,,დიდი მუზარადის” საჩოგბურთო ტურნირზე რაფაელ ნადალმა მორიგი გამარჯვება იზეიმა და 1/8 ფინალში გავიდა.

,,როლან გაროსი” პრესტიჟული ტურნირის 11-გზის ჩემპიონმა 1/16 ფინალური ბარიერი ბელგიელ დევიდ გოფინთან ორთაბრძოლაში გადალახა.

ნადალისა და  ბენელუქსელი ჩოგბურთელის შეხვედრა დრამატული აღმოჩნდა. დაპირისპირება 2 საათი და 52 წუთი გაგრძელდა.

საბოლოოდ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა გოფინს 4-სეტში 6-1, 6-3, 4-6, 6-3 სძლია.

რაფაელ ნადალი 1/8 ფინალურ ეტაპზე ამ ტურნირის წლევანდელ აღმოჩენას არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს დაუპირისპირდება.

სამხრეთ ამერიკელმა სპორტსმენმა ნადალთან შეხვედრის უფლება მასპინძელ კორენტინ მოუტესთან  5-სეტში 2-6, 6-3, 6-4, 6-7, 6-4 მოგების შემდეგ მოიპოვა.

1/8 ფინალში ლეგენდარული როჯერ ფედერერიც ითამაშებს. 37 წლის ვეტერანმა ATP-ს რეიტინგის 63-ე ჩოგანი ნორვეგიელი კასპერ რუუდი იოლად 3-სეტში 6-3, 6-1, 7-6 დაამარცხა.

ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი მორიგ ორთაბრძოლას არგენტინელ ლეონარდო მაიერთან ჩაატარებს.
მაიერმა 1/16 ფინალში ფრანგ ნიკოლას მაუტს 4-სეტში 3-6, 7-6, 6-4, 7-6 სძლია.

,,როლან გაროსზე” კიდევ ერთი წყვილი გამოვლინდა.
1/8 ერთმანეთს იაპონელი კეი ნიშიკორი და ფრანგი ბენუა პაირე შეერკინებიან.
ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა 1/16 ფინალში ცხარე ბრძოლა გადაიტანა. აზიელმა მასპინძელთან 5-სეტში 6-4, 6-7, 6-3, 4-6, 8-6 გაიმარჯვა.
ბენუა პაირემ კი ტურნირიდან ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა გამოთიშა.

სამივე 1/8 ფინალური დაპირისპირება 2 ივნისს, გაიმართება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი