მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები 3×3 კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ ბელარუსი დაამარცხა, ამერიკასთან კი წააგო

3×3 კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ ბელარუსი დაამარცხა, ამერიკასთან კი წააგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

18-წლამდელთა 3×3 კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სასტარტო შეხვედრაში ბელარუსის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 21:16 დაამარცხა.

მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ქართველებმა მეორე ორთაბრძოლა ამერიკის შეერთებული შტატების გუნდთან ჩაატარეს და ტურნირის უპირობო ფავორიტთან 9-21 წააგეს.

დღევანდელი ორთაბრძოლების შემდეგ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს  თითო-თითო მოგება-წაგება გააჩნია. ჯგუფში ჩვენს ბიჭებს კიდევ 2 შეხვედრა აქვს გასამართი.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე ასეთი შემადგენლობით გამოდის: ლაშა მიქელაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ვოვა თავაქარაშვილი და  ნიკა ნიკოლაიშვილი.

5 ივნისს ჩვენი ნაკრები დაისვენებს.  6 ივნისს, კი მონღოლეთისა და ლატვიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას ორი გუნდი გააგრძელებს.

ჩვენი ნაკრების ჯგუფში გამართული მატჩების შედეგები ასეთია:

აშშ 21:13 ლატვია 
საქართველო 21:16  ბელარუსი

ბელარუსი 15:21 მონღოლეთი 
აშშ  21:9  საქართველო
მონღოლეთი 20:16  ლატვია 

1. აშშ 3×3 U18 2 2 0 42:22
2. მონღოლეთი 3×3 U18 2 2 0 41:31
3. საქართველო 3×3 U18 2 1 1 30:37
4. ბელარუსი 3×3 U18 2 0 2 31:42
5. ლატვია 3×3 U18 2 0 2 29:41

 

საქართველოს ნაკრები ჯგუფის დარჩენილ 2 მატჩს 6 ივნისს გამართავს:
მონღოლეთი – საქართველი 14:30 საათი
საქართველო – ლატვია 16:10 საათი

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი