მთავარი მთავარი ირაკლი ჩხეიძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა

ირაკლი ჩხეიძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
43 ნახვა

ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი ირაკლი ჩხეიძე ბრწყინვალედ გამოვიდა.

102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ჯამში სამი მედალი მოიპოვა და მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი ააჟღერა.

ჩხეიძემ ატაცში 162 და 167 კილოგრამი დასძლია. ეს შედეგი საკმარისი ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის აღმოჩნდა.

სამაგიეროდ აკვრაში ირაკლი ჩხეიძემ პირველობა არავის დაუთმო. ქართველმა ძალოსანმა ჯერ 199- კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა. შემდეგ კი 204 კილოგრამიც თავს ზევით აღმართა.

ჩხეიძემ აკვრაში ოქროს მედალი დაისაკუთრა.

მისმა მონაგარმა ორჭიდის ჯამში 371 კგ შეადგინა. ამ შედეგოთ ირაკლი ჩხეიძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ირაკლი ჩხეიძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდა.

პლანეტის პირველობაზე საქართველოს ყულაბაში ამჟამად 4 მედალი იმყოფება.
ჩხეიძის გარდა ფიჯიში არჩილ მალაყმაძემაც გვასახელა. მან აკვრაში ბრინჯაოს მედალი აიღო.

ტურნირის დასკვნით დღეს 8 ივნისს, ფიცარნაგზე მძიმეწონოსანი ქართველი ძალოსანი თორნიკე ტაბატაძე გამოვა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი