მთავარი მთავარი ანასტასია ჰოტფრიდი ევროპის ორგზის ჩემპიონია

ანასტასია ჰოტფრიდი ევროპის ორგზის ჩემპიონია

ავტორი კახა მიხანაშვილი
196 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი მსოფლიო ჩემპიონი ანასტასია ჰოტფრიდი კიდევ ერთი ტიტულის მფლობელი გახდა.

ჰოტფრიდს  2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი გადაეცა.

ნორვეგიაში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონის ტიტული სომეხმა სპორტსმენმა  მოიპოვა.  თუმცა ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, მას აღნიშნული  ტიტული ჩამოართვეს და  ევროპირველობის ვერცხლის მედალოსანს, საქართველოს ნაკრების წევრს ანასტასია ჰოტფრიდს გადასცეს.

ამრიგად ანასტასია ჰოტფრიდი ამჟამად ევროპის ორგზის ჩემპიონია. მან  ევროპის საუკეთესო ძალოსანის ტიტული 2018 წელსაც დაისაკუთრა.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი