მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩისთვის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ დაირაზმა

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩისთვის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ დაირაზმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
74 ნახვა

არგენტინაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები რიგით მეორე შეხვედრას სამხრეთ აფრიკის გუნდთან გამართავს.

მსოფლიოს პირველობაზე პირველ ტურში საქართველომ ტურნირის 6-გზის ჩემპიონ ახალი ზელანდიის ნაკრებთან 13-45 წააგო.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა კი შოტლანდიას 43-19 სძლია.

,,უმცროსი ბორჯღალოსნები”  სამხრეთ აფრიკას ორიოდე თვის წინ, მოსამზადებული ტურნეს დროს შეხვდნენ და მაშინ მეტოქემ 58:10  გაიმარჯვა.

სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს შარშან, მოსამზადებელ ეტაპზე ორჯერ შევხვდით და ორივეჯერ დიდი სხვაობით დავმარცხდით, 2018 წლის ჩემპიონატზე კი ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბონუს-ქულასაც გამოვრჩით – 27:33.

სამხრეთ აფრიკასთან გასამართ მატჩს ლუკა გელაშვილი გამოტოვებს. მან ახალ ზელანდიასთან მატჩში თავშის არეში დარტყმა მიიღო.  ტვინის შერყევის ტესტმა კარგად ჩაიარა და შერყევა არ დაფიქსირდა, მაგრამ მწვრთნელებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს.

წინა მატჩთან შედარებით, სასტარტო 15-ში ექვსი ცვლილებაა.

შუამარბად თამაშს ლაშა ლომიძე იწყებს. იგი

რომელიც დემე თაფლაძეს შეუწყვილდება. უცვლელი დარჩა ღერძი – მიხეილ ალანია, თედო აბჟანდაძე და თემურ ჭიჭინაძე. ადგილი  ფრთაზე  ზურაბ ქავთარაძემ შეინარჩუნა, ხოლო მეორე ფრთაზე ოთარ ლაშხი იქნება.

შერკინების პირველ ხაზში მარცხენა ბურჯად ლუკა აზარიაშვილი დადგება, რომელმაც წინა მატჩი 3 ნომერზე დაიწყო, მეორე ბურჯი გია ხარაიშვილი იქნება, ხოლო კვაჭის პოზიციას ვანო კარკაძე დაიკავებს. სრულად შეიცვალა მეორე ხაზი და თამაშს ტატო გვიმრაძე და იოანე იაშაღაშვილი იწყებენ, ხოლო მესამე ხაზი უცვლელია – იოსებ გუშარაშვილი, კობა კოლოტაური და ბექა ყორიაული.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

გ ჯგუფი

8 ივნისი

სამხრეთ აფრიკა – საქართველო (17:30)

საქართველო:  15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;

1. ლუკააზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.

მარქაფა

16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკაღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკაჭელიძე.

ლუკა გელაშვილი ისვენებს

მთავარი მწვრთნელი:ილია მაისურაძე

მწვრთნელები:ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

მენეჯერი:ოთარ იაშვილი

ფიზ. მომზადება:გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი

ფიზიო:რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე

ექიმი:ოდისეი სადოევი

ვიდეო:ვლადიმერ კუპრეიშვილი

ჯიპიეს:შავლეგ მახარაშვილი

ახალი ზელანდია – შოტლანდია (22:30)

ახალი ზელანდია    1          1          0          0          45-13  5

სამხრეთ აფრიკა      1          1          0          0          43-19  5

შოტლანდია             1          0          0          1          19-43  0

საქართველო1          0          0          1          13-45  0

12 ივნისი

საქართველო – შოტლანდია (17:30)

სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია (22:30)

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი