მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასზე “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” სამხრეთ აფრიკასთან წააგეს

მსოფლიოს თასზე “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” სამხრეთ აფრიკასთან წააგეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
68 ნახვა

არგენტინაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე შეხვედრა ჩაატარა.

ქართველები სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდნენ და სოლიდური ანგარიშით 20-48   დამარცხდნენ.

მატჩი აფრიკელთა უპირატესობით დაიწყო.  ,,სპრინგბოკმა”  პირველი ლელო მე-9 წუთზე დადო.  თავი რიჩარდსონმა გამოიჩინა. გარდასახვა ზუსტად ჯეიდენ ჰენდრიკსმა შეასრულა 7-0.

გაშვებული ლელოს შემდეგ ქართველებმაც შეუტიეს და მიზანს მიაღწიეს. 25-ე წუთზე “უმცროსმა ბორჯღალოსნების” ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში ოთარ ლაშხმა დაამიწა. გარდასახვისას მიზანს თედო აბჟანდაძემ ვერ უწია 7-5.

პირველი ტაიმის ბოლო 5 წუთში აფრიკელებმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ორი ლელო გაუტანეს.

35-ე წუთზე ლელოს დადება სამხრეთ აფრიკის ნაკრების ბურჯმა ასენატი ნტლაბაკანიმ მოახერხა.  რიგით მესამე ლელო კი ფეზ მბატამ გაიტანა.  ორივე გარდასახვა აფრიკელთა ჰავბეკმა ჯეიდენ ჰენდრიკსმა გამოიყენა.

ტაიმი აფრიკელთა სასარგებლოდ 21- 5 დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში საქართველსო ნაკრებმა სხვაობა შეამცირა.  43-ე წუთზე ჯარიმა გუნდის მგეზავმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა 21-8.

ამის შემდეგ სამხრეთ  აფრიკელებმა ძალები მოიკრიფეს და მალევე ერთი ლელო კიდევ დაგვიდეს.  ქართველთა ჩათვლის მოედანში ბურთი რიკუს პრეტორიუსმა დაამიწა.  ამჯერად ჯეიდენ ჰენდრიკსს გარდასახვა გაუცუდდა 26-8.

სოლიდური ჩამორჩენის მიუხედავად ქართველებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და 54-ე წუთზე  “ბოკე”  დაალელოვეს.  შეხვედრაში დუბლი საქართველოს ნაკრების გარემარბმა ოთარ ლაშხმა შეასრულა.  გარდასახვა აბჟანდაძემ  ამჯერადაც ვერ გამოიყენა 26-13.

სამხრეთ აფრიკი 20-წლამდელთა ნაკრებმა დარჩენილი დროში შესანიშნავად ითამაშა და ქართველები კიდევ 4 ლელოთი დაამწუხრა.

აფრიკის ნაკრებიდან ლელოები აბრაჰამსმა, რიჩარდსონმა, სოეტცერმა და დავიდსმა გაიტანეს.  სათადარიგო დამრტყმელმა ნოჰამბამ 4-დან მხოლოდ ერთი გარდასახვა გამოიყენა.

მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა ე.წ. პრესტიჟის ლელო დადო. ზაურ თევდორაშვილმა ბურთი აიტაცა და სოლო რეიდი მოაწყო.  იგი მეტოქემ ლელომდე ხუთ მეტრში შებოჭა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა. ბურთი თედო ამჟანდაძემ აიღო და თემურ ჭიჭინაძეს გადააწოდა. ნაკრების ფულბეკმა მეგობრებს გარჯა დაუფასა და მატჩის ბოლო წამებზე გუნდს 5 ქულა მოუტანა. გარდასახვისას თედო აბჟანდაძემ ბურთი ძელებს შორის ზუსტად გააძვრინა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე მეორე მატჩი წააგო.

ჯგუფის ბოლო დაპირისპირებაში “უმცროსმა ბორჯღალოსნები”  შოტლანდიას შეერკინებიან. ქართულ-ბრიტანული ჯახი 12 ივნისს, შედგება.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

C ჯგუფი

8 ივნისი

სამხრეთ აფრიკა 48:20  საქართველო 

სამხრეთ აფრიკა:  8 ლელო – რიჩარდსონი (2), ნტლაბაკანი, მბატა, პრეტორიუსი, აბრაჰამსი, სოეტცერი, დავიდსი
4  გარდასახვა: ჰენდრიკსი (3), ნოჰამბა

საქართველო:  15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;

1. ლუკააზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.

მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკაღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკაჭელიძე.
3 ლელო: ლაშხი (2), ჭიჭინაძე
გარდასახვა:  აბჟანდაძე
ჯარიმა: აბძჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი:ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

ესეც სატურნირო ცხრილი ამ დროსითვის

1. სამხრეთ აფრიკა U20 2 2 0 0 91:39 10
2. ახალი ზელანდია U20 1 1 0 0 45:13 5
3. შოტლანდია U20 1 0 0 1 19:43 0
4. საქართველო U20 2 0 0 2 33:93 0
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი