მთავარი მთავარი სამხრეთ კორეამ დრამატულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა – მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/2 ფინალისტები გამოვლინდნენ

სამხრეთ კორეამ დრამატულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა – მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/2 ფინალისტები გამოვლინდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
59 ნახვა

მსოფლიოს ახალგაზრდულ საფეხბურთო ჩემპიონატზე 1/2 ფინალისტები გამოვლინდნენ.

ახალგაზრდულ მუნდიალის ფინალში გასასვლელად ერთმანეთს იტალიისა და უკრაინის, ასევე სამხრეთ კორეისა და ეკვადორის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

იტალიის 20-წლამდელთა ნაკრებმა 1/4 ფინალში მალისთან უხვგოლიან ბრძოლაში 4-2 მოიგო.

აფრიკელები პირველ ტაიმში კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან დიაკიტე იმ დროს გააძევა, როდესაც ,,სკუადრა აძურა” 1-0 იგებდა.

მალიმ ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა. მართალია მეორე ნახევარში რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილებმა აფრიკელებმა იტალიელებს გვარიანი  წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა საბოლოოდ კი მაინც დამარცხდნენ.  ევროპელებმა გადამწყვეტი გოლები 2-წუთიან მონაკვეთში 83-ე და 84-ე წუთებზე გაიტანეს.

უკრაინის 20-წლამდელთა გუნდმა 1/4 ფინალური ბარიერი კოლუმბიასთან გამარჯვების შემდეგ გადალახა. სლავებმა სამხრეთ ამერიკელებს მინიმალური სხვაობით 1-0 სძლიეს.

სამხრეთ კორეას 1/4 ფინალში სენეგალის ნაკრები გადაეყარა. აზიურ-აფრიკული ორთაბრძოლა დრამატული და უხვგოლიანი აღმოჩნდა. საბოლოოდ წარმატებას სამხრეთ კორეამ მიაღწია.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა.

კორეელებმა მეორე გოლი მსაჯის მიერ კონპენსირებულ მე-8 წუთზე გაიტანეს და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანეს.

ოვერტაიმში კი გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს.

პენალტების სერიაში კი უკეთ აზიელები გაისარჯნენ.

სამხრეთ კორეის ნაკრებმა ხუთიდან 3 პენალტი გაიტანა. სენეგალის ნაკრებმა კი 11-მეტრიანის ნიშნულიდან ორჯერ იხეირა.

ეკვადორის 20-წლამდელთა ნაკრებმა ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი 2-1 დაამარცხა.

იტალია U20 4:2 მალი U20
12′ კონე ა.გ. (0-1), 38′ კოიტა (1-1), 60′ პინამონტი (2-1), 79′ კამარა (2-2), 83′ პინამონტი (3-2), 84′ ფრატესი (4-2)
გაძევება: 21′ დიაკიტე (მალი)

კოლუმბია U20 0:1 უკრაინა U20
20′ სიკანი (0-1)
გაძევება: 86′ კარბონერო (კოლუმბია)

აშშ U20 1:2 ეკვადორი U20
30′ კიფუენტესი (0-1), 36′ ვეა (1-1), 43′ ესპინოზა (1-2)

სამხრეთ კორეა U20 2:2 დ.დ. 3-2 პენ.
37′ დიანე (0-1), 62′ კანგინ ლი პენ. (1-1), 76′ ნიაბე პენ. (1-2), 90+8′ ჟი სოლ ლი (2-2), 96′ იონგ ვუკ ჩო (3-2), 120+1′ კისი (3-3)
პენალტების სერია: კი იუნგ-მინი (0-0), დაფნა (0-1), იონგ ვუკ ჩო (0-1), მბოუ (0-1), ვონ-სანგ ეონი (1-1), კისი (1-2), ჟუნ ჩოი (2-2), ნდიაე(2-2), სე-ჰუნ ოჰი (3-2)

მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/2 ფინალური შეხვედრები 11 ივნიისს, გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი