მთავარი საქართველოეროვნული ლიგა თბილისის “დინამოში” უცნაური სატრანსფერო ექსპერიმენტები გრძელდება – ანტონიო როხანო მიდის, არფან დაფე მოდის

თბილისის “დინამოში” უცნაური სატრანსფერო ექსპერიმენტები გრძელდება – ანტონიო როხანო მიდის, არფან დაფე მოდის

ავტორი კახა მიხანაშვილი
106 ნახვა

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თბილისის “დინამო” არგენტინელმა ფორვარდმა ანტონიო როხანომ დატოვა.

“დინამოს” ხელმძღვანელობამ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო სეზონის დროს ჩამოიყვანა.

როხანომ საქართველოში გამოიზამთრა. დედაქალაქელთა გუნდში რამდენიმე თამაში ჩაატარა, თუმცა ამ სატრანფერო ფანჯრის დროს “დინამოში” ჩამოყვანილ სხვა ფეხბურთელების მსგავსად თავი ვერაფრით გამოიჩინა და გუნდიდან წასვლა მოუწია.
იმედია, როხანო თავის სამშობლოში საქართველოს შესახებ კარგ ინფორმაციას ჩაიტანს და ჩვენს ქვეყანაში არგენტინიდან ტურისტების ნაკადი გაიზრდება.
სხვამხრივ კი დედაქალაქური გუნდის ხელმძღვანელობამ ამ ფეხბურთელის “დინამოში” ჩარიცხვით დიდი შეცდომა დაუშვა. მის ადგილზე რომელიმე აკადემიის აღზრდილ პატარა ბიჭს, რომ ეთამაშა ქართული ფეხბურთისთვის და თავად გუნდისთვისაც გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

თბილისის “დინამო” უცნაურ სატრანფერო პოლიტიკას აგრძელებს და გუნდის გაძლიერებას ქუთაისის “ტორპედოს” და ფოთის “კოლხეთის” ყოფილი ფეხბურთელის 27 წლის სენეგალელი არფან დაფეთი აპირებს.

ზემოთნახსენები ქართული გუნდების გარდა აფრიკელი ფეხბურთელი ირანის ჩემპიონატში გამოდიოდა. ბოლო სეზონი დაფემ “საჯანიში” გაატარა. მას ასევ ირანულ “პაიკანშიც” აქვს ნათამაშები. არცერთი ამ გუნდის ლიდერი და წამყვანი მოთამაშე არფან დაფე არ ყოფილა. ძნელად წარმოსადგენია 27 წლის ასაკში დაფეს მეორე სუნთქვა გაეხსნას და ქართული გუნდის ფლაგმანის ლიდერად იქცეს. თუმცა “დინამოს” ხელმძღვანელები ამ ფეხბურთელს მაინც აკვირდებიან და თუ მასში ძლიერ მოთამაშეს დაინახავენ,  სამედიცინო შემოწმებასაც გაატარებენ და დაასაქმებენ კიდეც.

PS: იმედია, თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობა გაითავისებს იმას, რომ ეს გუნდი საქართველოში რიგითი კლუბი არ არის. ეს ის ,,დინამოა”, რომელმაც თავის დროზე ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა. სატრანფერო პოლიტიკასაც უფრო პასუხისმგებლობით მიუდგება და გუნდის რეალურ გაძლიერებაზე იფიქრებს. თუ არა და ისინი “დინამოდან” უნდა წავიდნენ და უცნაური ექსპერიმენტებისთვის სხვა გუნდი მონახონ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი