მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები შეცვლილი გუნდით საქართველო XV-ის ნაკრები ინგლისის საგრაფოების გუნდს შეერკინება

შეცვლილი გუნდით საქართველო XV-ის ნაკრები ინგლისის საგრაფოების გუნდს შეერკინება

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

ხვალ, 18:00  საათზე, საქართველოს  XV-ის ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან სერიის მეორე მატჩს ,,ავჭალის” რაგბის სტადიონზე გამართავს და ისევე, როგორც ქუთაისში, მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

ამ გუნდებმა პირველი მატჩი 4 დღის წინ „აია არენაზე“ გამართეს და მაშინ სტუმრებმა 28:15 იმარჯვეს.

მას შემდეგ გუნდს ,,ბრივის” ბურჯი ლუკა ჯაფარიძე შეუერთდა, რომელიც შარშან ,,უმცროსი ბორჯღალოსნების” შემადგენლობაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშობდა და 4 შეხვედრაში 2 ლელო გაიტანა (იაპონიასთან და შოტლანდიასთან). მან საფრანგეთის პრო დე2-ის კლუბთან, რომელმაც წელს ტოპ 14-ის საგზური მოიპოვა კონტრაქტი შარშან გააფორმა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ  ხაზში  სამი ცვლილება გააკეთა.  9 ნომრად თამაშს კობა ბუჯიაშვილი იწყებს, ცენტრში გიორგი ნათელაშვილი დადგება, ხოლო ფულბეკად დავით გობეჯიშვილს ვიხილავთ. ამჯერად გუნდს ბექა ურჯუკაშვილი უკაპიტნებს.

საქართველო XV-ის შემადგენლობა  ნგლისის საგრაფოების ნაკრების წინააღმდეგ ასეთი იქნება:

15. დავით გობეჯიშვილი (აია), 14. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 13. ბექა ურჯუკაშვილი (კაპ. ბათუმი), 12. გიორგი ნათელაშვილი (ხარები), 11. ალექსანდრე სვანიძე (არმაზი), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. კობა ბუჯიაშვილი (ხარები);

1.ირაკლი  ჩომახაშვილი (ხარები), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, საფრანგეთი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. ალექსანდრე ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (ჯიქი), 7. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 8. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი).

მარქაფა
16. ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები), 17. რამაზ რუხაძე (კემბრიჯი, ინგლისი), 18. რევაზ წიკლაური (აია), 19. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), 20. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 21. ვაჟა ხუციშვილი (ბათუმი), 22. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 23. ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), 24. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი).

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი” შემოგვთავაზებს.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი