მთავარი მთავარი დიდი სენსაცია მსოფლიოს თასზე – ახალი ზელანდიის ნაკრები 1/2 ფინალში ვერ გავიდა

დიდი სენსაცია მსოფლიოს თასზე – ახალი ზელანდიის ნაკრები 1/2 ფინალში ვერ გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
232 ნახვა

არგენტინაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ერთი ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა.

ახალი ზელანდიის ახალგაზრდული ნაკრები C ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის გუნდთან 17-25 დამარცხდა და 1/2 ფინალის მიღმა აღმოჩნდა.

6-გზის ჩემპიონი ზელანდიელები მსოფლიოს თასზე მე-5 ადგილზე  გასასვლელად იბრძოლებენ.

სამხრეთ აფრიკამ კი ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი 14 ქულა დააგროვა და 1/2 ფინალში საუკეთესო მეორეადგილოსან საფრანგეთის ნაკრებს  შეხვდება.

C ჯგუფში მესამე ადგილზე 4 ქულით საქართველოს ნაკრები აღმოჩნდა.

“უმცროსი ბორჯღალოსნები” 9-12 ადგილებისთვის იბრძოლებენ. მათი პირველი მოწინაღმდეგე ფიჯის 20-წლამდელთა ნაკრები იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველები ელიტაში ადგილს შეინარჩუნებენ.

მეორე საჩემპიონო 1/2 ფინალში ერთმანეთს ავსტრალიისა და მასპინძელი არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

A ჯგუფი
საფრანგეთი U20 26:47 არგენტინა U20

უელსი U20 44:28 ფიჯი U20

1. არგენტინა 3 113:70 11
2. საფრანგეთი 3 94:80 11
3. უელსი 3 87:85 9
4. ფიჯი 3 62:121 1

B ჯგუფი
იტალია U20 14:38 ირლანდია

ინგლისი U20 56:33 ავსტრალია U20

1. ავსტრალია 3 114:85 11
2. ირლანდია 3 97:85 10
3. ინგლისი 3 106:98 9
4. იტალია 3 49:98 1

C ჯგუფი
საქართველო U20 17:12 შოტლანდია U20

სამხრეთ აფრიკა U20 25:17 ახალი ზელანდია U20

1. სამხ. აფრიკა 3 116:56 14
2. ახ. ზელანდია 3 114:71 10
3 საქართველო 3 50:105 4
4. შოტლანდია 3 64:112 2

საჩემპიონო 1/2 ფინალი
სამხრეთ აფრიკა : საფრანგეთი
არგენტინა : ავსტრალია

5-8 ადგილებისთვის
ახალი ზელანდია : უელსი
ირლანდია : ინგლისი

9-12 ადგილისთვის
საქართველო : ფიჯი
შოტლანდია : იტალია

მსოფლიოს თასზე ფლეი-ოფის შეხვედრები 17 ივნისს, შედგება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი