მთავარი საქართველოლეგიონერები ვაკო გვილია კარიერას ვარშავის “ლეგიაში” გააგრძელებს

ვაკო გვილია კარიერას ვარშავის “ლეგიაში” გააგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვაკო გვილია პოლონეთის კლუბ ვარშავის „ლეგიაში“ გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ქართველმა პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბთან
2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას 8-ნომრიანი მაისური გადასცეს.

25 წლის გვილიამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 2014 წელს უკრაინაში ზაპოროჟიეს “მეტალურგში” დაიწყო.
2016 წელს კი ბელარუსიაში გადაბარგდა და ჯერ ერთი წელი “მინსკის”, შემდეგ კი ბორისოვოს “ბატეს” ღირსებას იცავდა.

2018 წელს კარიერა შვეიცარიის კლუბ “ლუცერნში” გააგრძელა.
ბოლოს კი იჯარის წესით პოლონურ “გურნიკში” გამოდიოდა.

ვაკო გვილიას საქართველოს ნაკრებში 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი.

ვარშავის”ლეგიამ” აწ დასრულებულ პოლონეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

ვარშავის “ლეგია” პოლონეთის 13-გზის ჩემპიონია. დედაქალაქელებს პოლონეთის თასი 19-ჯერ აქვს აღმართული. 4-ჯერ კი სუპერთასზე გაიმარჯვეს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი