მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული ქართული “მინსკი 2019”

კარს მოგვადგა რიგით მეორე ევროპული თამაშები, რომელსაც 21-დან 30 ივნისის ჩათვლით ბელორუსიული მინსკი უმაპინძლებს. ტურნირი 10 დღეზეა გაწერილი და ამ დროის განმავლობაში 50 ქვეყნის 4000-მდე ათლეტი ჩემპიონ-პრიზიორებს სპორტის 21 სახეობაში გამოავლენს.

ასევე ნიშანდობლივია, რომ 9 სახეობაში ოლიმპიური ლიცენზიები გათამაშდება, 4 სახეობა კი ევროპის ჩემპიონატთან იქნება გათანაბრებული.

პირველად მსგავსი რანგის ღონისძიება 4 წლის უკან გაიმართა ქალაქ ბაქოში. მაშინ 104 სპორტსმენისგან წარგზავნილმა ქართულმა დელეგაციამ 2 ოქროს, 6 ვერცხლსა და 8 ბრინჯაოს მოუყარა თავი და მედლის მომპოვებულ 42 ქვეყანას შორის 21-ენი ვიყავით. აქვე კვარცხლბეკზე ასულებიც გავიხსენოთ: ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ოქრო), ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, ძიუდოს ვაჟთა ნაკრები, ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე, ელიზბარ ოდიკაძე, ბექა ლომთაძე (ვერცხლი), სანდრო ამინაშვილი, გენო პეტრიაშვილი, სალომე ფაჟავა, ჯუმბერ ყველაშვილი, ამირან პაპინაშვილი, ვახტანგ ჩიდრაშვილი, კახა მამულაშვილი და დავით კარბელაშვილი (ბრინჯა)

მაშინდელთან შედარებით ამჯერად ჩვენი დელეგაცია ერთობ მოკრძალებული იქნება. მინსკში ჯამში 62 ქართველი ჩაებმება სამედლო კონკურენციაში.

მისია შემდეგი გვაქვს – უკეთ ვიდრე ბაქოში!

პირველივე დღიდან საქმეში მოკრივეები და მშვილდოსნები ჩაებმებიან. ოღონდ მოკრივეები მედალოსნებს 28-ში, 29-ში და 30-ში გამოავლენენ, ხოლო მშვიდოლოსნები 22-ში, 23-ში, 26-ში და 27-ში.

ამ სახეობებში საქართველოს წარადგენენ:

მშვილდოსნობაში ჯაბა მოსეშვილი და ციკო ფუტკარაძე

კრივში:

სახილ ალახვერდოვი (49კგ), ნოდარ დარბაიძე (52კგ), არტიუ გომციანი (56კგ), ოთარ ერანოსიანი (60კგ), ლაშა გურული (64კგ), ესკერხან მადიევი (69კგ), გიორგი ხარაბაძე (75კგ), გიორგი მანჯავიძე (81კგ), ნიკოლოზ ბეგაძე (91კგ), მიხეილ ბახტიძე (+91კგ)

22-დან უკვე საქმეში ძიუდოისტებს, სამბისტებს, ტყვიის მსროლელებს, ველომრბოლელებს და მხატვრლ ტანმოვარჯიშეებს იხილავთ. მათგან სამბისტების და მხატვრული ტანმოვარჯიშეების ასპარეზობები ორ დღეზეა გაწერილი – 22-ში და 23-ში, ძიუდოისტების ოთხზე – 22, 23, 24 და გუნდური 25-ში, ტყვიის მსროლებები 22-ში დაიწყებენ და 28-ში დაასრუელებენ გამოსვლას ამა თუ იმ კატეგორიის მიხედვით, ველორბოლაში კი ბოლო მედალოსნები 30-ში გამოვლინდებიან, ოღონდ აქ შუალედში ერთი დღე იქნება დაისვენება 26-ში.

ძიუდოში წამოგვადგენენ:

ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორთავე 60კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორთავე 66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ლუკა მაისურაძე (81კგ), ბექა ღვინიაშვილი (90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ), გურამ თუშიშვილი (+100კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და მარიამ ჭანტურია (70კგ)

სამბოში:

მარიამ ჯანაშვილი (56კგ), სალომე აბაშიძე (60კგ), ნინო ოძელაშვილი (72კგ), ირინე ლეონიძე (80 გ), ელენე ქებაძე (+80კგ), გივი ნადარეიშვილი (52კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილი (57კგ), გეგა ჩირგაძე (62კგ), მინდია ლილუაშვილი (68კგ), ლევან ნახუცრიშვილი (74კგ), ბექა ბერულავა (82კგ), პაატა ღვინიაშვილი (90კგ), დავით ლორიაშვილი (100კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100კგ)

სროლაში ნინო სალუქვაძე, ცოტნე მაჭავარიანი და ნინო ხუციბერიძე, მხატვრულ ტანვარჯიშში სალომე ფაჟავა, ველორბოლაში კი თენგიზ ბარბაქაძე დაიცავს ჩვენს ღირსებას.

ლუბა გოლოვინა, თეონა ჯანჯღავა და თენგიზ კოშაძე იბრძოლებენ სამედლო ადგილებისთვის ბატუტზე ხტომაში. სპორტის ამ სახეობას ორი დღე დაეთმობა – 24 და 25 რიცხვები.

მოჭიდავეები პირველად ლეიბზე 25-ში შეაბიჯებენ და მედლების ბოლო კომპლექტს 30-ში გაითამაშებენ. ოღონდ პირველ სამ დღეს საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ვიხილავთ, დასკვნით სამს ბერძნულ-რომაულითმ შუალედში კი ქალი მოჭიდავეებიც მოსინჯავენს ძალებს. ამის პარალელურად დაიწყებენ გამოსვლას კანოისტებიც. მათი ასპარეზობები 3 დღეს გასტანს – 25-ში წინასწარი გაცურვები იქნება, 26-ში და 27-ში კი უკვე ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

ჭიდაობაში წარმოგვადგენენ:

თავისუფალი სტილით: ლაშა ლომთაძე (57კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ), ვთანდილ კენჭაძე (74კგ), სანდრო ამინაშვილი (86კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) და გივი მაჭარაშვილი (125კგ)

ბერძნულ-რომაული სრილოთ: დავით ჩხარტიშვილი (60კგ), გელა ბოლქვაძე (67კგ), შმაგი ბოლქვაძე (77კგ), რობერტ კობლიაშვილი (87კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97კგ) და იაკობ ქაჯაია (130კგ). ოღონდ ეს განაცხადი შეიძლება შეიცვალოს, რადგან ნაკრების თავკაც ბექა როყვას ჯერ არ ამოუცხადია საბოლოო გუნდი.

კანოეში კი ზაზა ნადირაძე, ბადრი ყაველაშვილი და მარიამ ქერდიკაშვილი.

მხოლოდ პოლინა ბორზიხი გვეყოლება საქომაგო სპორტულ ტანვარჯიშში და გოგიტა არქანია კარატეში. აქ ჩემპიონ-პრიზიორები 29-ში და 30-ში იქნებიან ცნობილები, თუმცა ტანმოვარჯიშეებს გამოსვლა 27-შიც მოუწევთ საკვალიფიკაციო ეტაპზე.

 

წარმატებები ჩვენს ათლეტებს მისნკში!

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი