მთავარი მსოფლიოგერმანია შტუტგარტის ღია პირველობაზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ

შტუტგარტის ღია პირველობაზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
50 ნახვა

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე 1/4 ფინალური წყვილები გამოვლინდნენ.

1/8 ფინალში რამდენიმე ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა.   გერმანულ დაპირისპირებაში  ATP-ს რეიტინგის მე-5 ჩოგანმა ალექსანდერ ზვერევმა ამავე რეიტინგის 170-ე პოზიციაზე მყოფ  დასტინ ბრაუნთან წააგო.

დრამატულ 3-სეტიან ორთაბრძოლაში  ბრაუნმა 6-4, 6-7, 6-3 გაიმარჯვა.

,,მერსედესის” ტურნირის 1/4 ფინალში მასპინძლის რანგში მყოფი დასტინ ბრაუნი კანადელ ჩოგბურთელ
ფელიქს ოჟე-ალიასიმს შეხვდება.

ოჟე-ალიასიმმა 37 წლის ვეტერანი ფრანგი ჟილ სიმონი 2-სეტში 7-5, 6-4 დაამარცხა.

სენსაცია მოხდა ამერიკელ დენის კუდლასა და ATP-ს რეიტინგის მე-16 ჩოგანის  ფრანგი გაელ მონფილსის შეხვედრაშიც.

ფავორიტად შერაცხულმა  მონფილსმა კუდლასთან 3-სეტში 5-7, 7-6, 6-7 წააგო.   კუდლა შტუტგარტის ტურნირზე მორიგ ორთაბრძოლას იტალიელ მატეო ბერეტინისთან გამართავს.

აპენინელმა ჩოგბურთელმა ATP-ს რეიტინგის მე-9 ჩოგან რუს კარენ ხაჩანოვს იოლად 2-სეტში 6-4, 6-2 სძლია.

1/4 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:

დასტინ ბრაუნი (გერმანია) : ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა)
მარტონ ფუჩოვიჩი (უნგრეთი) : მილოშ რაონიჩი (კანადა)
იან-ლენარდ სტრუფი (გერმანია) : ლუკას პუილე (საფრანგეთი)
დენის კუდლა (აშშ) : მატეო ბერეტინი (იტალია)

1/4 ფინალური ბრძილები 14 ივნისს, გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი