მთავარი მსოფლიოNBA We Are North!

კავაი ლეონარდმა და კამპანიამ შეუძლებელი შეძლო და აქამდე ბეჭდაუდებელ მონსტრს კალიფორნიიდან “გოლდენ სტეიტს უორიორს” მესამე გასვლითი მატჩიც აართვა და კანადელებმა ფინალური სერია 4:2 დახურეს.

შედეგად, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას ახალი მბრძანებელი ჰყავს და ეს “ტორონტო რეპტორსია”!

თითქოს ფრთები გამოისხაო ისე გამოიყურებოდა კავაი ლეონარდი მთელი ეს პერიოდი და დამსახურებულადაც გახდა ფინალების ყველაზე ღირებული მოთამაშე.  ჯერ იყო და პირადად გამოთიშა ასპარეზობას “ფილადელფია სიქსერსი”, როცა უკანასკნელ წამს არამქვეყნიური 2 ქულიანი ჩაუგდო, მერე ზევსად წოდებულ გიანის ანტეტოკუმპოს გადაუდგა გაუვალი ზღუდესავით და ბოლო და უმთავრესი – ოქროს შტატელების დომინაციის დასრულებაში ლომის წვილი დაიდო.

ტიტული ერთი წლით კანადაში დაიდებს ბინას.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი