მთავარი მთავარი გიორგი წიტაიშვილის გოლი ახალგაზრდულ მუნდიალის ფინალში – უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონია!

გიორგი წიტაიშვილის გოლი ახალგაზრდულ მუნდიალის ფინალში – უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონია!

ავტორი კახა მიხანაშვილი
81 ნახვა

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი უკრაინის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

ქალაქ ლოძში გამართულ  ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელებმა სამხრეთ კორეის ნაკრები დამაჯერებლად 3-1 დაამარცხეს. აზიელთა კარში მესამე გოლი ქართული წარმოშობის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

ახალგაზრდული მუნდიალის გადამწყვეტი მატჩი ევროპელებისთვის ცუდად დაიწყო.
შეხვედრის მე-4 წუთზე სამხრეთ კორეის გუნდი დაწინაურდა.
გოლი აზიური ნაკრების ნახევარმცველმა კანგინ ლიმ გაიტანა.

34-ე წუთზე კიევის “დინამოს” ფეხბურთელმა ვლადისლავ სუპრიაგამ წონასწორობა აღადგინა.

53-ე წუთზე ვლადისლავ სუპრიაგამ დუბლი შეასრულა. მან დონეცკის ,,შახტარის” მცველის იახუმ კონოპლიას პასით იხერა.

მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე  ზემოთნახსენები გოლი გავიდა. კორეელთა კარი ქართული წარმოშობის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა აიღო.

უკრაინამ სამხრეთ კორეა 3-1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი აღმართა.

უკრაინა U20 3:1 სამხრეთ კორეა U20
4′ კანგინ ლი (0-1), 34’53’ სუპრიაგა (1-1, 2-1), 89′ წიტაიშვილი (3-1)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი