მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები VIDEO: თბილისის “დინამომ” აუტსაიდერი “ვიტ ჯორჯია” ბოლო წუთზე დაამარცხა

VIDEO: თბილისის “დინამომ” აუტსაიდერი “ვიტ ჯორჯია” ბოლო წუთზე დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის  “კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის” მე-18 ტურის დასკვნით შეხვედრაში   საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა თბილისის “დინამომ” ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა.

,,ბორის პაიჭაძის სახელობის, დინამო არენაზე” გამართულ თბილისურ დერბიში “დინამომ” “ვიტ ჯორჯია” ორთაბრძოლის უკანასკნელ წუთზე გატანილი გოლის წყალობით 2:1 დაამარცხა.

მასპინძლის რანგში მყოფმა “დინამოელებმა”  ანგარიში მე-14 წუთზე გახსნეს.  ნიკა ნინუას კუთხურიდან  მოწოდებული ბურთი თავური  დარტყმით მეტოქის კარში უკრაინელმა დმიტრო ივანისენიამ გადაგზავნა.

43-ე წუთზე “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელებმა წონასწორობა აღადგინეს. ცოტნე მოსიაშვილის დარტყმისას  “დინამოს”  ესპანელმა მეკარემ ხოსე პერალესმა ბავშვური შეცდომა დაუშვა.

ბოლოს კი ფელის ვისენტეს  შეგირდებმა ღრმა აუტსაიდერის დამარცხება მაინც მოახერხეს.

90-ე წუთზე თბილისის “დინამოს” ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ “ვიტ ჯორჯიას” კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

აქვე იხილეთ ლევან შენგელიას გოლი:

ამ გამარჯვების შემდეგ “დინამომ”  32 ქულა დააგროვა და ქუთაისის “ტორპედო” 2 ქულით ჩამოიტოვა.

“ვიტ ჯორჯია” კი ეროვნული ლიგის ღრმა აუტსაიდერია.  მასსა და “რუსთავს” 14-14 ქულა გააჩნიათ და სატურნირო ცხრილში  მე-9 : მე-10 ადგილებს იკავებენ.

1. საბურთალო საბურთალო 18 12 2 4 36 23 13 38
2. დინამო ბთ დინამო ბთ 18 12 1 5 31 18 13 37
3. დინამო თბ დინამო თბ 18 10 2 6 33 22 11 32
4. ტორპედო ტორპედო 18 9 3 6 33 29 4 30
5. ლოკომოტივი ლოკომოტივი 18 8 1 9 23 22 1 25
6. ჩიხურა ჩიხურა 18 5 8 5 24 20 4 23
7. სიონი სიონი 18 6 4 8 23 40 -17 22
8. დილა დილა 18 5 4 9 19 22 -3 19
9. რუსთავი რუსთავი 18 3 5 10 20 33 -13 14
10. ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია 18 4 2 12 11 24 -13 14
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი