მთავარი მთავარი ელენე ლოლაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ელენე ლოლაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია

114 ნახვა

მორიგი მსუყე ტიტულის მფლობელი გახდა ელენე ლოლაძემ. 16 წლის ქართველმა კიკბოქსიორმა ჯერ ხომ ორიოდე თვის უკან ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გვასახელა და შინ საჩემპიონო ქამრით დაგვიბრუნდა, ახლა კი იტალურ რანიმიში გამართულ მსოფლიო თასზეც გამოიჩინა თავი.

საჩემპიონო პაექრობაში ელენემ საკმაოდ გამოცდილ, ნორვეგიის სახელით მოასპარეზე ტაილანდელ მებრძოლს მოუგო და ჩემპიონის ტიტულთან ერთად სპეციალურად ამ ტურნირისთვის იყო დამზადებული თასის მფლობელიც გახდა, რომელიც იწოდება როგორც “Best Figthers World Cup”.

ინფორმაციისთვის კი გეტყვით, რომ ტურნირზე თავი 42 ქვეყნის 3000-მდე სპორტსმენი მონაწილოებდა და მისი ორგანიზატორი კიკბოქსინგის მსოფლიო ასოციაცია გახლდათ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი