მთავარი მთავარი დიეგო მარადონა: ,,არგენტინელი ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების მაისურს შეურაცყოფას აყენებენ”

დიეგო მარადონა: ,,არგენტინელი ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების მაისურს შეურაცყოფას აყენებენ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
36 ნახვა

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლეგენდარულმა დიეგო არმანდო მარადონამ  არგენტინის ნაკრები ,,კოპა ამერიკის” პირველი ტურის მატჩში კოლუმბიასთან მარცხის გამო მკაცრად გააკრიტიკა.

,,tycsports.com”-თან საუბარში დიეგოს აცხადებს, რომ დღევანდელი არგენტინის დამარცხება ტონგას ნაკრებსაც კი შეუძლია.   მარადონას აზრით, არგენტინის გუნდის ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების მაისურს შეურაცყოფას აყენებენ.

დიეგო მარადონა:  ,,არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა ჩვენი ქვეყანა ისევ შეარცხვინეს.  ასეთი სუსტი გუნდის დამარცხება ტონგას ნაკრებსაც კი შეუძლია.  არსებობს  გუნდის პრესტიჟი, რომელსაც ჩვენ ვაშენებდით და ამის გამო ბევრი დარტყმა გადაგვიტანია.  გახსოვთ პერუში დამტვრეული ავტობუსის შემთხვევა? რა დარჩა ამისგან? რას ნიშნავს დღეს ნაკრების მაისური? დღეს, არგენტინელი ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების მაისურს შეურაცყოფას აყენებენ.  ამ გუნდის მოთამაშეებს გათვითცნობიერებული არ აქვს ის ფაქტი, რომ არგენტინის ნაკრების მაისურით მოედანზე გამოსვლა დიდი ღირსებაა და თუ ასეთი პატივი ერგებათ ყველა თამაშში მაქსიმალურად უნდა დაიხარჯონ.  რა მოხდება ,,კოპა ამერიკის” დარჩენილ შეხვედრებში? ნამდვილად ვერ გეტყვით ჩვენი გუნდი გაუაზრებელ ფეხბურთს თამაშობს, რომელსაც არც ტაქტიკა, არც გამარჯვებისკენ სწრაფვა არ გააჩნია. ” – განაცხადა დიეგო მარადონამ ,,tycsports.com”-თან კომენტარში.

არგენტინის ნაკრები ბრაზილიაში მიმდინარე ,,კოპა ამერიკაზე” მეორე შეხვედრას 20 ივნისს, ჩაატარებს.  მათი მოწინააღმდეგე პარაგვაის ნაკრები იქნება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი