მთავარი მთავარი ბილიარდის აკადემიამ პულში საერთაშორისო ტურნირის უმასპინძლა

ბილიარდის აკადემიამ პულში საერთაშორისო ტურნირის უმასპინძლა

33 ნახვა

მიმდინარე წლის მაისში თბილისში მდებარე ბილიარდის აკადემიის დარბაზში პულში საერთაშორისო ტურნირი EEBC TEAM MASTERS 2019 გაიმართა.

შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა წყვილთა შორის და ერთმანეთს საქართველოს 14, უკრაინის 2 და რუსეთის 1 გუნდი ეპაექრებოდა. პირველ და მეორე დღეს განსხვავებული ფორმატით წარიმართა. საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული წყვილი რუსეთიდან გახდა ფიოდორ გორსტის და ანდრეი სეროშტანის შემადგენლობით. მეორე ადგილი საქართველოს მე-5 გუნდმა დაიკავა, რომლის ღირსებას გივიკო ძებნიაური და დავით ავაქიანი იცავდნენ. მესამე ადგილი უკრაინის პირველმა გუნდმა დაიკავა, რომელშიც ვიტალი პაცურა და დიმიტრი სკოროხოდოვი გამოდიოდნენ.

ტურნირის ორგანიზატორები ბილიარდის აკადემია და პულის ეროვნული ფედერაცია გახლდათ, დამფინანსებელი კი თბილისის მერია.

იხილეთ ვიდეო შემდეგ ბმულზე:

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი