მთავარი მთავარი ბრაზილიამ იტალიას სძლია და მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა

ბრაზილიამ იტალიას სძლია და მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

საფრანგეთში მიმდინარე გოგონათა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე C ჯგუფიდან 1/8 ფინალში ოთხიდან 3 გუნდი გავიდა.

მუნდიალის ფლეი-იფში იტალიის, ბრაზილიისა და ავსტრალიის ნაკრებები იასპარეზებენ.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა იტალიის გუნდი მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე პენალტით 33 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარტამ გაიტანა.
მარტა ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. “ორლანდო პრაიდის” ფორვარდმა გოლი ზედიზედ მე-5 მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა.
ეს უნიკალური მიღწევა მარტამ წინა ტურში ავსტრალიის კარში გატანილი გოლის შემდეგ დააფიქსირა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ავსტრალიის ნაკრებმა სამანტა კერის პოკერის წყალობით იამაიკას 4-1 სძლია.

სამანტა კერი ბომბარდირთა დავაში ამერიკელ ალექს მორგანთან ერთად 5-5 გოლით ლიდერობს.

C ჯგუფი
იტალია 0:1 ბრაზილია
74′ მარტა (0-1)

იამაიკა 1:4 ავსტრალია
11’42’ კერი (0-1, 0-2), 49′ ლოსაუნი (1-2), 69′ 83′ კერი (0-3, 0-4)

1. იტალია 3 2 0 1 7-2 6
2. ავსტრალია 3 2 0 1 8:5 6
3. ბრაზილია 3 2 0 1 6:3 6
4. იამაიკა 3 0 0 3 1:12 0

1/8 ფინალისტების მეტოქეები ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი