მთავარი სხვა_MMA ჯოჯუა V მორასი UFC 242-ზე სექტემბერში

ჯოჯუა V მორასი UFC 242-ზე სექტემბერში

135 ნახვა

ამა წლის 7 სექტემბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩანიშნულ UFC-ის რიგით 242-ე ღონისძებაზე გამართავს ამ ორგანიზაციაში თავის სადებიუტო ორთაბრძოლას 24 წლის ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა.

ჩვენებურის მეტოქე სარა მორასი იქნება კანადიდან.

ლიანასგან განსხვავებით, სარასთვის UFC ნამდვილად არაა უცხო ხილი. ამ ორგანიზაციაში იგი 2015 წლიდან ირჯება, თუმცა წარმატებითო რომ გითხრათ ტყუილი იქნება. ბოლო სამი პაექრობიდან სამთავე წაგებული აქვს, ჯამში ჩატარებული 5 ორთაბრძოლიდან კი მხოლოდ ერთხელ იზეიმა გამარჯვება.

დიდი იმედი გვაქვს ეს ტრადიცია აბუ დაბიშიც გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის კი გეტყვით, რომ ამ ღონისძიების მთავარ “ქარდათ” ხაბიბ ნურმაგომედივისა და დასტინ პორიეს საჩემპიონო ჯახია მონათლული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი