მთავარი მთავარი ,,მშვიდად ვარ, რადგან არ მაქვს კავშირი თაღლითებთან“ – მიშელ პლატინი თავისუფალია

,,მშვიდად ვარ, რადგან არ მაქვს კავშირი თაღლითებთან“ – მიშელ პლატინი თავისუფალია

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ პოლიციდან გაანთავისუფლეს.

პლატინი აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში მხოლოდ დასაკითხად მიიყვანეს და მას კავშირი კორუფციასთან და თაღლითებთან არ გააჩნია.

მიშელ პლატინი: ,,მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე ვიმყოფებოდი ეს ჩემთვის ძალიან უსიამოვნო პროცედურა იყო.  ძალიან ცუდად გახსენდება დაკავების მომენტი.  დაკითხვა დიდი ხანი მიმდინარეობდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან სამართალდამცველებს ჩემთან ბევრი შეკითხვა ჰქონდათ. მეკითხებოდნენ ევრო 2016-ზე, რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე, ყატარის მუნდიალზე, „პარი სენ-ჟერმენზე“, ფიფაზე.  მშვიდად ვარ, რადგან კავშირი თაღლითებთან არ მაქვს. 
მთელი პოასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე ამ საქმეში სუფთა ვარ და მზად ვარ ჩემი უდანაშაულობა ყველგან დავამტკიცო.” –  აცხადებს უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი.

63 წლის ლეგენდარული ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი მიშელ პლატინი პოლიციამ გუშინ, დააკავა.  მან ერთი ღამე  პარიზის გარეუბან ნანტერის პოლიციის განყოფილებაში გაატარა.

საქმეზე, რომელზეც მიშელ პლატინის დაკითხვა მოხდა ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მინიჭებას ეხება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი