მთავარი მთავარი სენსაცია: საქართველოს თასის გათამაშებიდან თბილისის “დინამო” ქვედალიგელმა “მერანმა” გააგდო

სენსაცია: საქართველოს თასის გათამაშებიდან თბილისის “დინამო” ქვედალიგელმა “მერანმა” გააგდო

ავტორი კახა მიხანაშვილი
108 ნახვა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ.

1/8 ფინალურ ეტაპზე ერთი მხურვალე სენსაცია დაფიქსირდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის “დინამო” ეროვნული ლიგა 2-ის გუნდ თბილისის “მერანთან” დამატებით დროში დამარცხდა და საქართველოს თასისათვის ბრძოლას სამარცხვინოდ გამოეთიშა.

“მერანმა” დედაქალაქურ დერბიში “დინამოზე” კარგად ითამაშა და მათმა ბრძოლამ შედეგი ოვერტაიმში გამოიღო.   115-ე წუთზე შეხვედრაში ერთადერთი გოლი 34 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა გოგი ფიფიამ გაიტანა.

რომან ფიფიას გუნდში საქმეები  კარგად, რომ არ მიდის ამას მტკიცება არ სჭირდება.  ლეგენდარულმა გუნდმა მართალია ეროვნულ ლიგაში თამაში გამოასწორა და ზედიზედ ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია დააფიქსირა, მაგრამ საქართველოს თასიდან გავარდნის შემდეგ “დინამოს” პრობლემები კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

გუნდის საკადრო პოლიტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.  თან წარსული მწარე გამოცდილებიდან “დინამოს” ხელმძღვანელობას არანაირი დასკვნები არ გამოაქვს.  ფიფია და კომპანია დაბალი დონის უცხოელი ფეხბურთელების დასაქმებას აგრძელებს და დღეს, გუნდში კიდევ ორი საეჭვო რეპუტაციის  ფეხბურთელი მოიყვანეს.

საქართველოს თასზე 1/8 ფინალური ბარიერი ქუთაისის “ტორპედომ” გადალახა. იმერლებმა “გაგრა” უხვგოლინ ბრძოლაში 3-2 დაამარცხეს.

ქვემო ქართლულ დერბიში კი “რუსთავმა” ბოლნისის “სიონს” 2-0 სძლია.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი 1/8 ფინალური მატჩების შედეგები ასეთია:

“სამტრედია” 1:2 “საბურთალო” (თბილისი)
27′ შინდაგორიძე (0-1), 80′ როლოვიჩი (0-2), 90+3′ გოგუა (1-2)
65-ე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილმა პნელტი გააფუჭა (“საბურთალო”)

“მერანი” (მარტვილი) 3:0 “გურია” (ლანჩხუთი)
45+1′ გოგუაძე (1-0), 75′ ლაღაძე (2-0), 83′ მიქავა (3-0)

“სიტი” (თბილისი) 3:1 “ზუგდიდი”
8′ ნვანკვო (0-1), 63′ ხოჯანაშვილი (1-1), 73′ შუბითიძე (2-1), 84′ მახათაშვილი (3-1)

“გარეჯი” (საგარეჯო) 3-3 პენ. 4-2 “სპაერი” (თბილისი)
2′ შუშიაშვილი (0-1), 22′ ჩიმახაძე (1-1), 37′ ჩიგოევი (1-2), 43′ ხუციანიძე (2-2), 78′ ხურულაშვილი ა. გ. (3-2), 83′ ქართველიშვილი პენ. (3-3)
პენალტების სერია: მიქელაძე (1-0), ქართველიშვილი (1-1), ნიჟარაძე (2-1), ვაჩანიძე (2-1), გუჯარაიძე (3-1), ტეტუნაშვილი (3-2), ჭაავა (4-2), ლომია (4-2)

“გაგრა” 2:3 “ტორპედო” (ქუთაისი)
41′ კაპანაძე (0-1), დოლიძე (0-2), 63′ მეტრეველი (1-2), 83′ ქავთარაძე (1-3), 90+1′ ბრეგვაძე (2-3)

“თელავი” 0:1 “ლოკომოტივი” (თბილისი)
41′ სიხარულიძე (0-1)

“მერანი” (თბილისი) 1:0 დ.დ “დინამო” (თბილისი)
115′ ფიფია

“რუსთავი” 2:0 “სიონი” (ბოლნისი)
23′ სილაგაძე  (1-0), 70′ ჩოგაძე (2-0)

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე 1/4 ფინალური წყვილები   კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი