საფრანგეთში მიმდინარე გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატზე D ჯგუფიდან 1/8 ფინალში ინგლისის და იაპონიის ნაკრებები გავიდნენ.
ჯგუფის დასკვნით მატჩში ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდა. ორივე გუნდს მუნდიალის ფლეი-ოფში თამაში უკვე განაღდებული ჰქონდა. ამჟამად კი პირველი ადგილოსანის ვინაობას არკვევდნენ.
ბრიტანელებმა მატჩი მეტოქეზე უკეთ ჩაატარეს და აზიელები 2:0 დაამარცხეს.
ინგლისის ნაკრებმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა. გოლი “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელის ჯორჯია სტენვეის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ელენ ვაიტმა გაიტანა.
84-ე წუთზე “ბირმინგემის” ფორვარდმა ვაიტმა დუბლი შეასრულა. მან ამ ეპიზოდში “ჩელსის” ფეხბურთელის კარენ კამეის პასი შეირგო.
ინგლისელებმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილების ნაკრები 2:0 დაამარცხეს და 1/8 ფინალში პირველი ადგილიდან გავიდნენ.
ამავე ჯგუფში შოტლანდიასა და არგენტინას შორის ნამდვილი ტრილერი გათამაშდა. ბრიტანელებმა 3-0 წინ გავლის მიუხედავად გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს. მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა. არგენტინელმა ფლორენცია ბონსეგუნდომ ბოლო გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე გაიტანა და თავის გუნდს ფლეი-ოფში გასვლის მიზერული შანსი შეინარჩუნა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ არგენტინა საუკეთესო მესამე ადგილოსნებში ამჟამად 6-დან მე-4 ადგილს იკავებს. ამ პოზიციის შენარჩუნების შემთხვევაში სამხრეთ ამერიკელები 1/8 ფინალში გავლენ. არგენტინა შემდეგ ეტაპზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა თუ კამერუნი- ახალი ზელანდიას და ჩილე-ტაილანდის შეხვედრები ფრედ დასრულდება.
იაპონია 0:2 ინგლისი
14′ 84′ ვაიტი (0-1, 0-2)
შოტლანდია 3:3 არგენტინა
19′ ლიტლე (1-0), 49′ ბეატი (2-0), 69′ კუტბერტი (3-0), 74′ მენენდესი (3-1), 79′ ალექსანდერი ა.გ. (3-2), 90+4′ ბონსეგუნდო (3-3)