მთავარი მთავარი ბაზაძის მიჯრით მესამე ევროპული კვარცხლბეკი

ბაზაძის მიჯრით მესამე ევროპული კვარცხლბეკი

30 ნახვა

მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს გერმანულ დიუსელდორფში და გუშინ ჩემპიონ-პრიზიორები მოხმალავე ვაჟთა შორის გამოვლინდნენ.

ტურნირზე დიდი წარმატებით გამოვიდა ჩვენი სანდრო ბაზაძე და მიჯრით მესამედ შეძლო ევროპირველობის კვარცხლბეკზე ასვლა. ჩვენებურმა 10-დან 9 პაექრობში შეძლო გამარჯვების მოპოვება იმ ერთში კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან რუსთიდან კამილ იბრაგიმოვთან დამარცხდა ნახევარფინალურ ეტაპზე.

ქვეჯგუფში სანდრო 6 მეტოქეს გაუსწორდა, შემდეგ პლეიოფში გადართულმა კი ჯერ თანამემამულე მიხეილ მარდალეიშვილს აჯობა, მერე კი ორი საკმაოდ გამოცდილი და ტიტულოვანი უნგრელი – ტამაშ დეჩი და ანდრაშ სატმარი დაამწუხრა.

სანდროს და მიხეილის გარდა გუშინ ძალებს კიდებ ორი ქართველი – ბექა ბაზაძე და ნიკა შენგელია ცდიდა, თუმცა ორთავე ჩვენებური ასპარეზობას 1/32 ფინალიდან გამოეთიშა.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი