მთავარი მსოფლიოNBA გოგა ბითაძე “ინდიანა პეისერში” ითამაშებს

გოგა ბითაძე “ინდიანა პეისერში” ითამაშებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
66 ნახვა

დღეს, ბრუკლინის “ბარქლაი სენთერში” გამართულ NBA-ს დრაფტზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი გოგა ბითაძე “ინდიანა პეისერმა” მე-18 ნომრად აირჩია.

ბითაძე მე-6 ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელიც დრაფტზე აირჩიაეს. აქამდე ასეთი პატივი წილად  ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძე  და თორნიკე შენგელიას ხვდა.

გოგა ბითაძის კონკურენტები “ინდიანა პეისერში”  მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი იქნებიან.

ქართველ ცენტრს, როგორც პირველ რაუნდში არჩეულს, გარანტირებული 2-წლიანი კონტრაქტი ეკუთვნის. პირველ სეზონში იგი ხელფასის სახით 2,344,400 დოლარს მიიღებს.

19 წლის გოგა ბითაძემ პროფესიონალური საკალათბურთო კარიერა თბილისის “ვითაში”  2015 წელს დაიწყო. შემდეგ კი ძალები უცხოეთში მოსინჯა და სერბულ კლუბებში “მეგა ბიმაქსში” და “სმერედევოში”, ასევე მონტენეგროს კლუბ “ბუდუჩნოსტში” გამოდიოდა.

დრაფტის დასრულების შემდეგ გოგა ბითაძემ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.   ქართველი კალათბურთელი აცხადებს, რომ ძალიან ამაყოფს საქართველოთი.

გოგა ბითაძე: ,,ძალიან გახარებული და შოკირებული ვარ, ჩემი ბავშვობის ოცნება ამიხდა.  NBA-ში ვითამაშებ. ზაზა ფაჩულიამ მითხრა, რომ NBA-ში მოხვედრა ძალზე ძნელია, თუმცა კიდევ უფრო ძნელია აქ  დარჩენაა.  საქართველოს წარმოვადგენ და ამიტომ გადავწყვიტე, ასეთი ჩაცმულობით ჩემი ქვეყანა  წარმედგინა . ძალიან მიყვარს და ვამაყობ საქართველოთი”.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი