მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი 5 ოქროსა და 1 ბრინჯაოს შანსი – ქართველი სამბისტების ბრწყინვალე სტარტი ევროპის თამაშებზე

5 ოქროსა და 1 ბრინჯაოს შანსი – ქართველი სამბისტების ბრწყინვალე სტარტი ევროპის თამაშებზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
120 ნახვა
დღეს,  ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სტარტი ევროპის მე-2 თამაშებზე  სამბოს ტურნირმა აიღო.
ქართველ სამბისტებს შესანიშნავი სტარტი გამოუვიდათ.   5 ქართველი მოჭიდავე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ერთი სპორტსმენის კი ბრინჯაოს მედალს შეუტევს.
მსოფლიოს 5-გზის  ჩემპიონმა ლეგენდარულმა სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩიდრაშვილი ტურნირზე 1/2 ფინალში ჩაერთო.   ქართველმა ფალავანმა მასპინძელი ბელარუსი ულაძისლაუ ბურძი დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად გადამწყვეტ დაპირისპირებაში რუს საიან ხერტეკს შეერკინება.
68 კილოგრამის ფინალში მინდია ლილუაშვილი იასპარეზებს.   ქართველმა მოჭიდავემ ევროპის თამაშებზე ორი შეხვედრა მოიგო.  1/4 ფინალში ლილუაშვილმა რუს ნიკიტა კლევკოვს სძლია.  1/2 ფინალურ ორთაბრძოლაში კი ქართველმა მოჭიდავემ აზერბაიჯანელი ემილ ჰასანოვი 4:3 დაამარცხა.
მინდია ლილუაშვილს ოქროს მედლისთვის ბრძოლა მასპინძელ ალექსანდრ კოკშასთან მოუწევს.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებას დავით ლორიაშვილმა მიაღწია.  ქართველ სამბისტს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
ლორიაშვილმა გზიდან ჯერ რუსი ალსიმ ჩერნოსკულოვი ჩამოიცილა.  1/2 ფინალში კი სლავ მოჭადავის გზას უკრაინელი ანდრეი ბოლობანი გაუყენა.
ფინალში ლორიაშვილი ლატვიელ ვიკტორს რესკოს შეებრძოლება.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მოსახვედრად   ჩვენი გოგონები ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე იბრძოლებენ.
72 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნინო ოძელაშვილმა ფინალამდე ორ მოჭიდავეს სძლია.  1/4 ფინალში ნინომ რუმინელ ლორენა-ალექსანდრა პოდელენცკის 9-0 მოუგო. 1/2 ფინალში კი ფრანგი კამილ ლაროსე 8-0 გაანადგურა.
ფინალში ოძელაშვილის მოწინააღმდეგე მასპინძელი ბელარუსი ანჟელა ჟილინსკაია იქნება.
სხვა ქართველი სამბისტების მსგავსად  რუსი მეტოქის დამარცხება ელენე ქებაძემაც მოახერხა. მან 1/4 ფინალში გამარჯვება ანა ბალაშოვასთან მოიპოვა. 1/2 ფინალში კი ფრანგი ელენა ჩირაკის წინააღმდეგობა დასძლია.
82 კილოგრამში ბრინჯაოს მედლის დასაკუთრებას  ბექა ბერულავა შეეცდება.  ბერულავამ 1/4 ფინალში აზერბაიჯანელი ჯეიხუნ ჰუსეინოვი გაანდგურა. 1/2 ფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში სომეხ დავიდ გრიგორიანთან წააგო.
ბრინჯაოს მედალს ქართველი მოჭიდავე მოლდოველ სერგიუ ოსლობანუსთან გამარჯვების შემთხვევაში აიღებს.
ევროპის თამაშებზე ფინალური ბლოკი სტარტს 18:00 საათზე აიღებს.
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი