მთავარი მთავარი გერმანია და ნორვეგია მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავიდნენ

გერმანია და ნორვეგია მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავიდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

საფრანეთში მიმდინარე გოგოანა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალში თამაშის უფლება გერმანიასა და ნორვეგიის ნაკრებებმა მოიპოვეს.

გერმანელმა 1/8 ფინალურ სტადიაზე ნიგერიის ნაკრები 3:0 გაანადგურეს.

ევროპელებმა აფრიკელთა კარში პირველი გოლი მე-20  წუთზე გაიტანეს.  მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდის ლინა მაგულის პასით “ვოლფსბურთის”  შემტევმა ალექსანდრა პოპმა გაიტანა.

27-ე წუთზე კი გერმანელთა უპირატესობა ორბურთამდე გაიზარდა.  ნიგერიის ნაკრების მცველმა ეველინ ნვაბოკუმ საკუთარ საჯარიმოში ლინა მაგულის წინააღმდეგ იუხეშა. მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა.  პენალტი ზუსტად “პსჟ”-ს ფეხბურთელმა სარა დაბრიცმა გამოიყენა.

82-ე წუთზე გერმანიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ იხეირა.  აფრიკელტა კარი ლეა შულერმა აიღო.

საბოლოოდ გერმანია მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალსი გავიდა.  იქ კი მისი მოწინააღმდეგის ვინაობა შვედეთისა და კანადის მატჩში გაირკვევა.

ნორვეგიის ნაკრებს 1/4 ფინალში გასასვლელად გვარიანი ოფლისღვრა მოუწია.

სკანდინავიელებმა ავსტრალიის ნაკრების ბარიერი პენალტების სერიაში გადალახეს.  მატჩის ძირითადი  და დამატებული  დრო ფრედ 1:1 დასრულდა.

ნორვეგიის ნაკრები 31-ე წუთზე დაწინაურდა.  გოლი იზაბელ ჰერლოვსენმა გაიტანა.

83-ე წუთზე ავსტრალიელმა ფეხბურთელმა ელის კელონდ-კნაითმა წონასწორობა აღადგინა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.

პენალტების სერიაში ნორვეგიამ ოთხივე პენალტი გაიტანა.   ავსტრალიის ნაკრებმა კი მხოლოდ 1.

ნორვეგია ინგლისისა და კამერუნის მატჩს დაელოდება.  იქ გამარჯვებული კი 1/4 ფინალში სკანდინავიელთა მეტოქე იქნება.

გერმანია 3:0 ნიგერია
20′ პოპი (1-0), 27′ დაბრიცი (2-0), 82′ შულერი (3-0)

ნორვეგია 1:1 პენ. 4-1 ავსტრალია
31′ ჰერლოვსენი (1-0), 83′ კელონდ-კნაითი (1-1)
პენალტების სერია: ჰანსენი (1-0), კერი (1-0), რეიტენი (2-0), გიერლნიკი (2-0),  მიელდე (3-0), კენთლი (3-1), ენგენი (4-1)

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი