მთავარი მთავარი რაგბის მსოფლიოს თასი საფრანგეთის ტრიუმფით დასრულდა

რაგბის მსოფლიოს თასი საფრანგეთის ტრიუმფით დასრულდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
36 ნახვა

არგენტინაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა.

ფრანგებმა ფინალურ დაპირისპირებაში ავსტრალიის ნაკრები დრამატულ ორთაბრძოლაში ერთი ქულის სხვაობით 24:23 დაამარცხეს.

ტურნირზე საპატიო მე-3 ადგილს ზედიზედ მესამედ სამხრეთ აფრიკის ნაკრები დაეუფლა.  აფრიკელებმა მასპინძელი არგენტინის ნაკრები 41-16 გაანადგურეს.

მე-5 ადგილისათვის მატჩში წარმატებას ინგლისის ნაკრებმა მიაღწია.  ბრიტანულ დერბიში ინგლისელებმა უელსის ნაკრებს 45-26 სძლიეს.

უჩვეულოდ მხოლოდ მე-7 ადგილზე აღმოჩნდა, ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ახალი ზელანდია.  “ჯუნიორ ოლ ბლექსმა” მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში ირლანდიას დამაჯერებლად 40-17 მოუგო.

საქართველოსა და იტალიის დაპირისპირებასი წარმატებას ჩვენმა მეტოქეებმა მიაღწიეს. 29-17 მოიგეს და მსოფლიოს პირველობა მე-9 საფეხურზე დაასრულეს.

“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს და მსოფლიოს თასზე მე-10 ადგილზე გავიდნენ.

ელიტიდან ქვედა ლიგაში დაქვეითება შოტლანდიის ნაკრებს მოიწია.  ბრიტანელებმა ფიჯისთან 34-59 წააგეს.

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მომავა წელს იტალიაში გაიმართება.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი