მთავარი ვიდეო VIDEO: ვახტანგ ჩიდრაშვილი: ,,ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ საქართველოსთვის ოქროს მედალი მომეპოვებინა”

VIDEO: ვახტანგ ჩიდრაშვილი: ,,ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ საქართველოსთვის ოქროს მედალი მომეპოვებინა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
55 ნახვა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპის მე-2 თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ კომენტარი ქართველმა სამბისტმა მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა გააკეთა.

ქართველი მოჭიდავე აცხადებს, რომ გასულ ევროპის თამაშებზე არაობიექტური მსაჯობის გამო დაკარგული ჩემპიონობის შემდეგ აქ ტურნირზე მისთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ვახტანგ ჩიდრაშვილი: ,,მე ვარ მსოფლიოს 5-გზისა და ევრიპის 4-გზის  ჩემპიონი მაგრამ ამ  ტურნირზე გამარჯვება  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან წინა ევროპის თამაშებზე მსაჯებმა დამჩაგრე და მე-3 ადგილი ავიღე.  ახლა კი შევძელი და ჩემპიონი გავხდი და გავახარე ჩემი გულშემატკივარი.  ტურნირზე კარგი განწყობით ვიყავი.  კარგად ვიყავი მომზადებული და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ოქროს მედალი მომეპოვებინა საქართველოსთვის, მინსკში საქართველოს დროშა ამეფრიალებინა და საქართველოს ეროვნული ჰიმნი ამეჟღერებინა. – აცხადებს, ლეგენდარული სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი