მთავარი მთავარი იტალიამ და ჰოლანდიამ 1/8 ფინალური ბარიერი გადალახეს – მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა 1/4 ფინალისტი ცნობილია

იტალიამ და ჰოლანდიამ 1/8 ფინალური ბარიერი გადალახეს – მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა 1/4 ფინალისტი ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი
34 ნახვა

საფრანგეთში მიმდინარე გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა 1/4 ფინალისტი გამოვლინდა.

1/8 ფინალური სერიის ბოლო ორ მატჩში წარმატებას იტალიისა და ჰოლანდიის ნაკრებებმა მიაღწიეს.

“სკუადრა აძურამ” ჩინეთი დამაჯერებლად 2-0 დაამარცხა.

მე-17 წუთზე იტალიის ნაკრები “მილანის” ფეხბირთელმა ვერონიკა გიჩინტიმ დააწინაურა.  მან ჩინელების მეკარის და მცველების დაბნეულობით ისარგებლა.

49-ე წუთზე იტალიამ აზიელთა კარი მეორედ აიღო.  “იუვენტუსის”  ნახევარმცელმა აურორა ჯანიმ შორეული დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.

იტალია 1/4 ფინალში ჰოლანდიის ნაკრებს შეხვდება.

ნიდერლანდთა სამეფოს ასულებმა იაპონიის ნაკრებს 2:1 სძლიეს.

ჰოლანდიის ნაკრებმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა.  შერიდა სპიცეს კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ეფექტური დარტყმით მეტოქის კარში ლიეკე მარტენსმა გადაგზავნა.

ამომავალი მზის ქვეყნის ქალბატონებმა წონასწორობა 43-ე წუთზე აღადგინეს.   მანა ივაბუჩის პასით მეკარესთან ერთიერთზე დარჩენილმა იუი ჰასეგავამ პარტნიორს გარჯა დაუფასა.

გადამწყვეტი გოლი ნიდერლანდელებმა მატჩის უკანასკნელ წუთზე გაიტანეს.  იაპონიის ნაკრების მცველს საკი კუმაგაის ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა. მსაჯმა კი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა.

პენალტი ლიეკე მარტენსმა გაიტანა.  მან შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ჰლანდიის ნაკრები 1/4 ფინალში გაიყვანა.

იტალიისა და ჰოლანდიის 1/4 ფინალური მატჩი 29 ივნისს, შედგება.

იტალია 2:0 ჩინეთი
17′ გიჩინტი (1-0), 49′ ჯანი (2-0)

ჰოლანდია 2:1 იაპონია
17′ მარტენსი (1-0), 43′ ჰასეგავა (1-1), 90′ მარტენსი პენ. (2-1)

1/4 ფინალი
27 ივნისი
ნორვეგია : ინგლისი

28 ივნისი
საფრანგეთი : აშშ

29 ივნისი
იტალია : ჰოლანდია

30 ივნისი
გერმანია : შვედეთი

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი