მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასისთვის “ბორჯღალოსანთა” გაფართოვებული შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიოს თასისთვის “ბორჯღალოსანთა” გაფართოვებული შემადგენლობა ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი
54 ნახვა

“ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა იმ მორაგბეების ვინაობა დაასახელა, ვინც მსოფლიოს თასისთვის მოემზადება.

მილტონ ჰეიგის განკარგულებაში 43 მორაგბე იქნება.  მათგან 26 მორკინალი, ხოლო 17 ხაზის მოთამაშეა.

გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბების წარმომადგენელი გახლავთ.

მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე, ბორჯღალოსნები სამ საკონტროლო თამაშს გამართავენ, აქედან ორი თბილისში შედგება და დროის ზუსტად იმ შუალედით, როგორიც მსოფლიო თასზე იქნება.

თიბისი რაგბის სერიების ეგიდით, 27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ რუსეთის, ხოლო 31 აგვისტოს „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით, რომელიც პირველი T1-ის  ნაკრებია, ვინც საქართველოში ჩამოდის. მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი შეხვედრა 6 სექტემბერს სტუმრად, შოტლანდიასთან „მარიფილდზე“ გვექნება.

საქართველოს გაფართოვებული შემადგენლობა ასეთია:

შერკინება | ფორვარდები
მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, გრიგორ ქერდიყოშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, საბა შუბითიძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა ბიწაძე, ბექა გორგაძე.

ხაზი | ბექები
ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი.

მსოფლიო თასზე D  ჯგუფში ვითამაშებთ და 23 სექტემბერს ტოიოტაში უელსს შევხვდებით; 29-ში კუმაგაიაში ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს ფიჯის ოსაკაში ვერკინებით; ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს შიზუოკაში, ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ.

წყარო:  საქართველოს რაგბის კავშირი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი