მთავარი სხვა_კრივი კრივი ტანვარჯიშს მიაბარეს

კრივი ტანვარჯიშს მიაბარეს

39 ნახვა

კრივი ტანვარჯიშს მიაბარეს. რამდენადაც უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ასე მოხდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილეით მოკრივეთა ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჩატარდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ლოზანაში გამართულ სოკ-ის 125-ე სესიაზე მიიღეს.

ვინაიდან და რადგანაც სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციას მაისიდან მოყოლებელი შეწყვეტილი აქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წვერობა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მოკრივეთა სალიცენზიო ტურნირები ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მორინარი ვატანაბეს ხელმძღვანელობით ჩატარდება.

ასევე გაირკვა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირები გაისად თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გაიმრთება ლონდონში, ხოლო მსოფლიოს საკვალიფიკაციოები კი მაისში და იაპონიაში.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი