მთავარი მთავარი ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2 ფინალშია

ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2 ფინალშია

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

საფრანგეთში მიმდინარე გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2 ფინალში ჰოლანდიის ნაკრები ითამაშებს.

ქალაქ ვალენსიენში გამართულ მატჩში ნიდერლანდთა სამეფო წარმომადგენებმა იტალიის ეროვნული ნაკრები 2-0 დაამარცხეს.

ორთაბრძოლის ბედი ბოლო 20 წუთში გადაწყდა.

ჰოლანდიელებმა “სკუადრა აძურას” პირველი გოლი 70-ე წუთზე გაუტანეს.  შერიდა სპიცეს ჯარიმიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი  ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელმა ვივიანე მიედემამ მეტოქის კარში თავური დარტყმით გადაგზავნა.

მე-80 წუთზე იტალიის ნაკრების კარი “ბარსელონას” მცველმა სტეფანიე ვან დერ გრაგტმა აიღო. შერიდა სპიცემ მეორე საგოლე გადაცემაც ჯარიმიდან გააკეთა. ვან დერ გრაგტმა კი  ბურთი თავით მოწინააღმდეგის კარის ბადეში გაახვია.

მანდილოსანთა მუნდიალზე სამი 1/2 ფინალისტი უკვე გამოვლინდა.

ტურნირის 1/2 ფინალში ინგლისი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჰოლანდიის ნაკრები კი ფინალში გასასვლელად გერმანია-შვედეთის მატჩში გამარჯვებულთან იბრძოლებს.

იტალია 0:2 ჰოლანდია
70′ მიედემა (0-1), 80′ ვან დერ გრაგტი (0-2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი