მთავარი სხვა_საბრძოლო სახეობებიკარატე არქანია მინსკში მესამე იყო

არქანია მინსკში მესამე იყო

21 ნახვა

მესამე საპრიზო ადგილზე დაასრულა გამოსვლა კარატისტმა გოგიტა არქანიამ (+84) მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე.

ჯგუფურ ეტაპზე 35 წლის ქართველმა მებრძოლმა სამი შეხვედრა გამართა საიდანაც ერთი მოიგო – მასპინძელ ალეკსეი ვოდჩუსტის 3:2 აჯობა, ორი კი ფრედ დაასრულა სერბ სლობოდან ბიტევიჩთან და ხორვატ ანჯელო კრესიჩთან და ეს შედეგი სრულიან საკმარისი გახდა ნახევარფინალში ადგილის დასაბევებლად.

უკვე იქ არქანიას პირისპირ აზერბაიჯანელი ასიმან გურბანლი წარსდგა, რომლთანაც ჩვენებური მინიმალური სხვაობით 1:2 დამარაცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

რაც შეეხება ჩვენს მინსკურ მონაგარს, ცხრა საშეჯიბრო დღის თავზე ქართულ ყულაბაში 28 მედალია მოთავსებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი