მთავარი საქართველოლეგიონერები ლუკა გუგეშაშვილი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გუნდ “გრანადაში” გადავიდა

ლუკა გუგეშაშვილი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გუნდ “გრანადაში” გადავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
44 ნახვა

19 წლის ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გუნდ “გრანადაში” გააგრძელებს.

გუგეშაშვილს გორის “დილასთან” საიჯარო ხელშეკრულება უკვე ამოეწურა. მის სატრანსფერო უფლებებს კი პოლონური კლუბი „იაგელონია“ ფლობს. ამ გუნდმა კი ქართველი მეკარის განათხოვრება ესპანეთში გადაწყვიტა.

გუგეშაშვილმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გუნდის გულშემატკივრებს და ხელმძღვანელობას მადლობას უხდის.

ლუკა გუგეშაშვილი:„
გორის „დილასთან“ კონტრაქტი ამომეწურა და კარიერას ესპანურ „გრანადაში“ გავაგრძელებ. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს რომ მენდობოდნენ და თავის წარმოჩენის შანსი მომცეს. მადლობა ყველას, სამწვრთნელო შტაბს, გუნდში მომუშავე თითოეულ ადამიანს და კლუბის გულშემატკივრებს. თქვენ ყოველთვის მემახსოვრებით! წინ დიდი გამოწვევებისკენ!“ –წერს ფეისბუქზე გუგეშაშვილი.

ლუკა გუგეშაშვილი.თბილისის “დინამოს’ აკადემიის აღზრდილია. იგი პოლონეთის “იაგოლენიაში” 2016 წელს აღმოჩნდა. გორის „დილაში“ კი 2017 წლის ზაფხულიდან ასპარეზობდა. მან ქართლული კლუბის მაისურით 24 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

გუგეშაშვილს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.
მან 17-წლამდელთა ნაკრების ღირსება 29 მატჩში დაიცვა. 19-წლამდელთა რიგებში 3 შეხვედრა ჩაატარა

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გუგეშაშვილის დებიუტი 2018 წლის 7 სექტემბერს, შედგა.
იქიდან მოყოლებული ლუკამ მონაწილეობა 8 ორთაბრძოლაში მიიღო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი