მთავარი საქართველოეროვნული ლიგა თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამო” დაამარცხა და ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა

თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამო” დაამარცხა და ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
62 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” 21-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა.

თბილისში “დინამო არენაზე”  ერთმანეთს თბილისისა და ბათუმის “დინამოები” დაუპირისპირდნენ.

ორთაბრძოლა მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა.  მატჩი თბილისელების გამარჯვებით  2:1 დასრულდა.

დედაქალაქელები წრაფი გოლით დაწინაუდნენ.   მე-4 წუთზე მტკვრისპირელები გიორგი პაპავას გოლით დაწინაურდნენ.  მასპინძლებმა ბათუმელთა მეკარის მიხეილ ალავიძის შეცდომით ისარგებლებს აჭარლების გოლკიპერმა ლევან შენგელიას თავურის შემდეგ ბურთი ცხვირწინ მოიგერია.

26-ე წუთზე ბათუმელებმა წონასწორობა აღადგინეს.  ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჯოვინო ფლამარიონმა გოლი ჯარიმიდან გაიტანა.

მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ბათუმელთა წინააღმდეგობა გატეხა.   შეცვლაზე შემოსული სენეგალელი ფეხბურთელის არფანგ დაფეს პასით ლევან კუტალიამ იხეირა.

საბოლოოდ თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამო” 2-0 დაამარცხა და ეროვნული ლიგაში წლევანდელ სეზონში პირველად გალიდერდა.   ქართული ფეხბურთის ფლაგმანს ზედიზედ მე-7 გამარჯვება დაუგროვდა.

დედაქალაქურ კლუბს ამ წარმატების შემდეგ 41 ქულა დაუგროვდა და თანაქალაქელ “საბურთალოს” 1 ქულით გაუსწრო.   ზღვისპირელები კი 39 ქულით მე-3 პოზიციამდე დაქვეითდნენ.

დღესვე,  გორში,  ადგილობრივმა “დილამ” ბოლნისის “სიონს” 2:0 სძლია.

“დილა” (გორი) 2:0 “სიონი” (ბოლნისი)

44′ ალვინ ფორტესი პენ. (1-0), 90+1′ გურამ გოშთელიანი (2-0)

“დინამო” (თბილისი) : “დინამო” (ბათუმი)
4′ გიორგი პაპავა (1-0), 26′ ჯოვინო ფლამარიონი (1-1), 82′ ლევან კუტალია (2-1)

“დინამო” (თბილისი): პერალესი, მონხილი, კობაური, იაშვილი, შულაია (73 არფანგ დაფე), პაპავა, ქიმაძე, ნინუა, ქავთარაძე (86′ ქარდავა), შენგელია (90+2′ კუხიანიძე), კუტალია
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე

“დინამო” (ბათუმი): ალავიძე, გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ჩალაძე, რამოსი, მამუჩაშვილი (85′ ილურიძე), მანჯგალაძე (90+2′ თებდორაძე),  ტეიდი, ჯოვინო ფლამარიონი, საბანაძე (46′ დვალიშვილი)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

არბიტრი:  ი. კვირიკაშვილი

სატურნირო ცხრილი

1. დინამო თბილისი 21 13 2 6 39:23 41
2. საბურთალო თბილისი 21 12 4 5 38:26 40
3. დინამო ბათუმი 21 12 3 6 34:22 39
4. ტორპედო ქუთაისი 21 10 4 7 42:33 34
5. ლოკომოტივი თბილისი 21 10 2 9 27:23 32
6. ჩიხურა 21 6 9 6 28:22 27
7. დილა გორი 21 7 4 10 24:26 25
8. ბოლნისი 21 6 4 11 23:52 22
9. რუსთავი 21 4 7 10 24:36 19
10. ვიტ ჯორჯია 21 4 3 14 11:27 15
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი