ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი ნელ-ნელა ძალას იკრეფს.
,,დიდი მუზარადის” პირველობაზე 1/16 ფინალში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იოლად გააღწია.
ბალკანელ ჩოგბურთელს ATP-ს რეიტინგის 111-ე ჩოგანმა ამერიკელმა დენის კუდლამ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
ჯოკოვიჩმა იანკი ჩოგბურთელი 3-სეტში 6-3, 6-2, 6-2 დაამარცხა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი 1/16 ფინალში პოლონელ სპორტსმენს ჰუბერტ ჰურკაჩს დაუპირისპირდება.
ევროპელი ჩოგბურთელების ორთაბრძოლა 5 ივლისს, შედგება.